Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა ცხინვალთან ახლოს


ექვსი რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16 დაშავდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთა ავტოკოლონის ერთ-ერთი ავტობუსი ხევში გადავარდა ცხინვალ-ყანჩავეთის გზაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის მიზეზი ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ავტობუსების კოლონას რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები გადაჰყავდა სამხედრო შეკრების ადგილზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრის სერგეი შოიგუს განკარგულებით, ცხინვალში გაემგზავრა თვითმფრინავი სამხედრო ექიმებით, რომლებიც დაშავებულებს ადგილობრივ საავადმყოფოში აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას, შემდეგ კი მოსკოვის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG