Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრექსიტი და ევროკავშირის სამიტი


ევროკავშირის ლიდერები სამიტზე ბრიუსელში
ევროკავშირის ლიდერები სამიტზე ბრიუსელში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, ბრექსტის მოლაპარაკებებზე მცირეოდენ წარმატებას მიაღწია პარასკევს, როცა ევროკავშირის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ პროცესს მომავალ თვეებში წარმართავენ.

თუმცა, უფრო დადებითი ზოგადი განწყობის მიუხედავად, პოლიტიკურად დასუსტებულ მეის ახლა რთული პოლიტიკური გზის გავლა მოუწევს თავის ქვეყანაში - მან, ერთი მხრივ, უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები ბრიტანეთის გამოყოფის გარშემო უფრო კონკრეტული პირობების წამოყენების შესახებ, მეორე მხრივ კი, ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ არ გამოიწვიოს ბრექსიტის მომხრეთა გულისწყრომა. ამ უკანასკნელთაგან ზოგი თვლის, რომ მეიმ მოლაპარაკება საერთოდ უნდა დატოვოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ მზადებას დეკემბერში „მეორე ფაზაში“ გადასვლის მიზნით. ეს ლონდონს საშუალებას მისცემს განიხილოს ბლოკთან თავისი სამომავლო სავაჭრო ურთიერთობა.

ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რა დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი...
ანგელა მერკელი

თუმცა, ამავე დროს, მათ მკაფიოდ თქვეს, რომ მეიმ წლის ბოლომდე ნაბიჯები უნდა გადადგას და მოაგვაროს ფინანსური ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის ოფიციალური პირები 60 მილიარდ ევრომდე აფასებენ.

„ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რა დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ფინანსური საკითხის გადაჭრა უმნიშვნელოვანესია დეკემბერში პროგრესის მისაღწევად.

უფრო მკაცრი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მან განაცხადა, ორ მხარეს ჯერ ფინანსური საკითხების ნახევარიც კი არ დაუმუშავებიაო. ამასთან, ბრიტანეთი „ბლეფში“ დაადანაშაულა მედიის გამოყენებისთვის საიმისოდ, რომ მიანიშნოს - შეთანხმება არ შედგება. „ბევრი რამაა ტერეზა მეის ხელშიო“, - თქვა მან.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, დანარჩენ 27 ლიდერს მხოლოდ 90 წამი დასჭირდა საიმისოდ, რომ დაემტკიცებინათ დასკვნები ბრექსიტის შესახებო, რითიც ხაზი გაუსვა მათ ერთიანობას ამ საკითხში.

მეი ამბობს, რომ არ შეუძლია ფინანსებთან დაკავშირებით კონკრეტული დაპირებით გამოსვლა მანამ, სანამ არ ეცოდინება სამომავლო ურთიერთობის ფორმა. ევროკავშირი კი აცხადებს, რომ სამომავლო კავშირების განვითარებამდე ორი მხარე უნდა შეთანხმდეს გასვლის ფინანსურ ანგარიშზე, ბრექსიტის შემდგომ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების უფლებებსა და ირლანდიასთან საზღვრის საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG