Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი აცხადებს, რომ ის თბილისში დააკავეს


თუმსო აბდურახმანოვი
თუმსო აბდურახმანოვი

ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი, თუმსო აბდურახმანოვი აცხადებს, რომ ის თბილისში დააკავეს 16 ივლისს. ამის შესახებ მან აუდიომესიჯით შეატყობინა რადიო თავისუფლებას. დაკავების მიზეზი ცნობილი არ არის. აბდურახმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ სირიაში ბრძოლაში დაადანაშაულეს. ბლოგერი კი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა სირიაში და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. საქართველოში მას 2016 წლის ნოემბერში უარი უთხრეს პოლიტიკურ თავშესაფარზე. აბდურახმანოვმა გადაწყვეიტლება გაასაჩივრა და აცხადებს, რომ ჯერ არ არის დასრულებული მისი საჩივრის განხილვა.

XS
SM
MD
LG