Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია


სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია. მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მუდმივად უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია, და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას წართმეული აქვს თავისუფლად გადაადგილების, განათლების, საკუთრების და სხვა ძირითადი უფლებები. რეზოლუციის პროექტით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს კვლავ მოუწოდებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგის მისია, გააუქმოს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG