Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში სეპარატისტულმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვეს


კატალონიის სეპარატისტული დროშები
კატალონიის სეპარატისტული დროშები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გამორიცხა საყოველთაო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა იმ ფონზე, როცა კატალონიაში რეგიონალურ არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს, რითიც ჩაიშალა რახოის გეგმა გადაეჭრა ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში შექმნილი უდიდესი პოლიტიკური კრიზისი.

კატალონიაში სეპარატისტულმა პარტიებმა საპარლამენტო მრავლესობა მოიპოვეს

  • პრემიერ-მინისტრი რახოი გამორიცხავს საყოველთაო არჩევნების ჩატარებას
  • კატალონიის რეგიონალურ არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა უმრავლესობა მოიპოვეს
  • ესპანეთის ეკონომიკური მაჩვენებლები არასტაბილურია პოლიტიკური კრიზისის ფონზე

რახოიმ ფსონი დადო ესპანეთში დარჩენის მომხრე პარტიებზე - გათვლაზე, რომ ისინი მოიპოვებდნენ უმრავლესობას კატალონიის რეგიონალურ მთავრობაში, რომელიც მან ოქტომბერში დაითხოვა, ესპანეთისგან გამოყოფისთვის უკანონო ბრძოლის გამო.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას რახოიმ თქვა, შევეცდები კატალონიის ახალ მთავრობასთან გავმართო რეფერენდუმიო, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ისურვებს თუ არა შეხვდეს კატალონიის გადაყენებულ პრეზიდენტს, კარლეს პუჩდემონს, რომელიც ბრიუსელშია ამჟამად და რომლის პარტიამაც არჩევნებში შეინარჩუნა პოზიციები, როგორც უდიდესმა სეპარატისტულმა ძალამ.

ამ მოულოდნელი შედეგის გამო, ესპანეთის ბაზრებზე მღელვარება აღინიშნა. არჩევნების შედეგი ასევე დარტყმაა ევროკავშირისთვის, რომელიც ისედაც გამოწვევების წინაშეა, ბრექსიტისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მზარდი უკმაყოფილების სახით.

მოულოდნელი შედეგი გზას უხსნის კატალონიის ახლა უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, კარლეს პუძდემონის, ხელისუფლებაში დაბრუნებას. პუჩდემონი საარჩევნო კამპანიაში ბრიუსელიდან იყო ჩართული.

როცა რისკზე წავიდა და ამ მდიდარ რეგიონში ნაადრევი არჩევნები დანიშნა, რახოიმ, როგორც ჩანს, იგივე შეცდომა დაუშვა, რომელიც ბოლო ხანებში ბევრ ლიდერს მოუვიდა - საბერძნეთში ალექსის ციპრასს, ბრიტანეთში დევიდ კამერონს და იტალიაში მატეო რენცის, მაგალითად. ყველა მათგანმა ჩათვალა, რომ მათ ნაცვლად მტკივნეულ შიდაპოლიტიკურ საკითხებს მათი მოქალაქეები გადაჭრიდნენ.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში სეპარატისტებმა არალეგალური რეფერენდუმი მოაწყვეს. ამომრჩეველს მაშინ პოლიცია დაუპირისპირდა, სცადა საარჩევნო ყუთების კონფისკაცია. შემდეგ ცენტრალურმა მთავრობამ დაითხოვა კატალონიის ხელისუფლება და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მარიანო რახოის იმედი ჰქონდა, რომ კატალონიის "ჩუმი უმრავლესობა" გადაჭრით ეტყოდა უარს სეპარატიზმს ამ არჩევნებში.

მოულოდნელი შედეგი გზას უხსნის კატალონიის ახლა უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, კარლეს პუძდემონის, ხელისუფლებაში დაბრუნებას. პუჩდემონი საარჩევნო კამპანიაში ბრიუსელიდან იყო ჩართული. სახელმწიფო პროკურორები მას ამბოხებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს და ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება.

კატალონიაზე მოდის ესპანეთის ეკონომიკის მეხუთედი. შესაბამისად, ესპანეთმა უკვე შეამცირა პროგნოზი 2018 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ.

არჩევნების შედეგებით, რახოი ცალსახად დასუსტდა; სეპარატისტებმა შეინარჩუნეს უმრავლესობა, თუმცა ის შემცირდა და შესაძლოა მათ მთავრობის ფორმირება გაუჭირდეთ. ესპანეთში დარჩენის მომხრე პარტია Ciudadanos-ს მხარდაჭერა გაეზარდა, თუმცა ის არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ პარტია ხელისუფლებაში მოსულიყო.

„როიტერსი“ ავრცელებს კომპანია JP Morgan-ის ანალიტიკოსის, მარკო პროტოპაპას, სიტყვებს - კატალონია პრობლემის საწყის ფაზას დაუბრუნდაო. ანალიტიკოსის ვარაუდით, დაძაბულობა ძალიან მალე ისევ განახლდება მადრიდსა და არჩევნების სასურველი შედეგით შთაგონებულ, დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკს შორის.

კატალონიაზე მოდის ესპანეთის ეკონომიკის მეხუთედი. შესაბამისად, ესპანეთმა უკვე შეამცირა პროგნოზი 2018 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ. ხანგრძლივი არასტაბილურობის პერსპექტივა ბიზნესის ლიდერებს შორის შეშფოთებას იწვევს.

ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ 3 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიტანა თავისი შტაბბინა კატალონიიდან. ვარაუდობენ, რომ კომპანიების გადინების პროცესი გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც.

XS
SM
MD
LG