აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპაში განათავსებენ მეხუთე თაობის გამანადგურებლებს - F-22-ს, რათა გააძლიერონ ნატოს მოკავშირეები, იტყობინება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი დებორა ლი ჯეიმსი. ჯეიმსი არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენ თვითმფრინავზეა ლაპარაკი, ასევე არ ასახელებს ზუსტ თარიღს, თუ როდის განთავსდება თვითმფრინავები. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ეს ძალიან მალე მოხდება“. ეს გადაწყვეტილება მიიღეს „თავდაჯერებულობის განმტკიცების ევროპული ინიციატივის“ ფარგლებში - პროგრამისა, რომელიც მიმართულია ნატოს იმ ქვეყნების მხარდაჭერისკენ, რომლებიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეს გრძნობენ.
ამერიკული მოთხრობა

უკანასკნელი ეპიზოდი
მარიამ გურგენიშვილი კითხულობს ტრუმენ კეპოტის მოთხრობას “მირიამი”
ამერიკული მოთხრობა
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი