Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის მერიისა და სამოქალაქო აქტივისტების განსხვავებული პრიორიტეტები


ბათუმი
ბათუმი

2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის განხილვისას ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ, ილაპარაკა პრიორიტეტებზე, რომელთა მიხედვითაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეიმუშავეს. განსხვავებული მოთხოვნები აქვს სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნას და ამ საკითხის ბიუჯეტში ასახვას მოითხოვდა. ბათუმის ისტორიული უბნების შესანარჩუნებლად აუცილებელი რეგულაციის დამტკიცებას ითხოვს საზოგადოება „ბათომი“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დამცველი მოქალაქეების გაერთიანებაა.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ამბობს, რომ ქალაქ ბათუმს, პირველად მისი ისტორიის მანძილზე, ექნება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც, მისივე თქმით, იქნება ერთგვარი სამუშაო გეეგმა,თუ რა უნდა გაკეთდეს ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი, ლაშა კომახიძის თქმით, პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის უპრეცედენტო ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში - იმ დოზით, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა. ასევე პირველად ბათუმის ისტორიაში, ქალაქი შეიმუშავებს და განსაზღვრავს თავის ეკონომიკურ და ფუნქციურ პროფილს:

ბათუმი
ბათუმი

„მუნიციპალიტეტის მმართველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის პრიორიტეტულობა - ეს ადრეც იყო, მაგრამ ჩვენ ახლა საერთოდ ახალი მიდგომა შევთავაზეთ. პრიორიტეტია ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, რაც გულისხმობს როგორც ფუნქციური, ასევე ეკონომიკური პროფილის შესწავლას და ამ მხრივ კვლევების ჩატარებას, რადგან არ შეიძლება კვლევებისა და ცოდნის გარეშე სპონტანური პროგრამების განხორციელება. ამან ჩვენ მოგვიტანა უკვე არაერთი ცუდი შედეგი და საჭიროა ამ პრაქტიკის შეცვლა. პრიორიტეტია აგრეთვე ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საწარმოო, მომსახურებისა და საერთაშორისო ბიზნესცენტრების შექმნას - ეს არის სრულიად ახალი ინიციატივები“.

ბათუმის მერის ახალი ინიციატივების ნაწილს კრიტიკულად აფასებს ქალაქის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთასაბჭოს თავმჯდომარე თეონა დიასამიძე. მისთვის გაუგებარია, რატომ ქმნის ბათუმის მერია საზოგადოების ჩართულობის ახალ ინსტრუმენტებს დაბიზნესსექტორისთვის ახალ პლატფორმას, მაშინ როდესაც ეს მიმართულებები უკვე არსებობს და საჭიროებს გაძლიერებას:

ახალაშენებული სახლები ბათუმში
ახალაშენებული სახლები ბათუმში

„მერის ინიციატივით, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებას უნდა მოხმარდეს 32 ათასი ლარი. ამასთან, საერთოდ არ არის დასაბუთებული საბჭოს შემდგომი ეფექტურობა. გარდა ამისა, ხომ არ ჯობია ძველი საბჭო, რომელმაც 2018 წლამდე იმუშავა, გავაძლიეროთ და მისი რესურსი გამოვიყენოთ, ვიდრე თვითმმართველობის კოდექსის ვალდებულებაზე უარი ვთქვათ და საზოგადოების ჩართულობის ახალი მექანიზმი შევქმნათ? რაც შეეხება ბიზნესისთვის ახალი პლატფორმის შექმნას, აქაც არ არის დასაბუთებული მისი შექმნის აუცილებლობა, რადგან, როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, უნდა შეიქმნას ახალი სივრცე ბიზნესისთვის, მაშინ როდესაც ასეთი სივრცე 2009 წლიდან არსებობს გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით. გაუგებარია, როდესაც ასეთი სივრცე უკვე არსებობს, რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებით თანხები?“

თეონა დიასამიძე ამბობს, რომ 2018 წელს ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი და აქტიური მოქალაქეები ისევ მოითხოვენ მწვანე სივრცეებისა და რეკრეაციული ზონების შექმნას ქალაქში. ბათუმელების ნაწილი ქალაქის გამწვანებას 2014 წლიდან აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაცჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ბათუმში ერთ სულ მოსახლეზე დასაშვებ ნორმაზე 4-ჯერ ნაკლები მწვანე საფარია. ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თეონა დიასამიძე ბათუმის მერს წინასაარჩევნო დაპირებასაც შეახსენებს:

არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ მშვიდად ვუყუროთ და უკეთესობისკენ არ მიდის, იმიტომ რომ ისევ ისე ინგრევა ისტორიული შენობები, ისევ გაიცემა სამშენებლო ნებართვები, ისევ შენდება უსახური მრავალსართულიანი შენობები. არაფერი ცვლილება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დაპირებები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. დაპირება გვაქვს ბევრი, განსაკუთრებით საახალწლოდ...
შოთა გუჯაბიძე

„წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ქალაქის დღევანდელი მერისგან მუდმივად გვესმოდა დაპირება, რომ აუცილებლად იზრუნებდა ამ საკითხზე და 2018 წლის ბიუჯეტში ქალაქში სამი ახალი მწვანე სივრცის შესაქმნელად თანხებს გაითვალისწინებდა, თუმცა ეს ფინანსური რესურსი ბიუჯეტში არ დევს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს აქტიურ მოქალაქეებთან ერთად ვეცდები, რომ ბიუჯეტის კორექტირების დროს ეს საკითხი გაითვალისწინონ იმისთვის, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ბათუმს ჰქონდეს ახალი რეკრეაციული ზონა“.

მწვანე საფრისგარდა, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ბათუმის ისტორიული უბნების შენარჩუნებას ითხოვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წევრები მოითხოვენ დამტკიცდეს ისტორიული საყრდენი გეგმა, რომელიც შეინარჩუნებს მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ქალაქის ისტორიულ ურბანულ ნაწილს და შეზღუდავს იქ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას. გარდა ამისა, აქტივისტები უნდობლობას უცხადებენ ზონალურ საბჭოს, რომელიც მშენებლობაზე თანხმობას გასცემს. აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ გასულ წელს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოქალაქეებმა არაერთი დაპირება მიიღეს, თუმცა საზოგადოება „ბათომის“არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა:

„შედეგი გვაქვს კატასტროფულად ცუდი - ის, რომ ინგრევა ძველი ბათუმი. ახლა შემოღობეს კიდევ ერთი ისტორიული შენობა, ძველი სახლია ძალიან განსხვავებულ სტილში, მავრიტანული ფანჯრები აქვს და ბათუმის ისტორიული ნაწილია. არქიტექტურას თუ დავაკვირდებით, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აშენებული შენობაა. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ მშვიდად ვუყუროთ და უკეთესობისკენ არ მიდის, იმიტომ რომ ისევ ისე ინგრევა ისტორიული შენობები, ისევ გაიცემა სამშენებლო ნებართვები, ისევ შენდება უსახური მრავალსართულიანი შენობები. არაფერი ცვლილება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დაპირებები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. დაპირებები გვაქვს ბევრი, განსაკუთრებით საახალწლოდ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG