აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირვანდელი პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“. ამის თაობაზე, თეთრი სახლის თანახმად, დონალდ ტრამპმა განაცხადა 9 თებერვალს აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
აშშ ათწლეულების განმავლობაში აღიარებდა პეკინის ელიტას, როგორც ჩინეთის ერთადერთ მთავრობას. ამასთან, ვაშინგტონი არაოფიციალურ კავშირებს ინარჩუნებდა ტაივანთან, სადაც ჩან კაიშის ნაციონალისტური მთავრობა 1949 წელს გადავიდა, ჩინეთში მაო ძე-დუნის კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ.
თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპს მკაცრი პოზიცია ეკავა ჩინეთთან მიმართებით და ადანაშაულებდა პეკინს მანკიერი სავაჭრო პრაქტიკისათვის. მოგვიანებით პეკინის აღშფოთება მოჰყვა, პროტოკოლის გვერდის ავლით, ტაივანის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. თუმცა, 8 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს „ჩინეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის განვითარება, რაც სასარგებლოა ორივე ქვეყნისათვის.“