Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდა


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა საპარლამენტო უმრავლესობამ. მან ოფიციალური გადაწყვეტილება დღეს მიიღო თბილისში, პარლამენტის შენობაში გამართულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს ოფიციალურად უნდა წარუდგინოს ქვეყნის პრეზიდენტმა. ამ პროცედურის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი წარდგენა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე. „ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში" - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე მსჯელობის მიზნით მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება.“არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 23 დეკემბერს გადადგა ირაკლი ღარაბაშვილი.

XS
SM
MD
LG