რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
კრწანისის ომში დაღუპული სამასი არაგველის შესახებ რამდენიმე ისტორიული ცნობა და უამრავი ლეგენდაა შემონახული. ვინ იყვნენ ისინი და საიდან?
ყალბი ექიმები, ყალბი „ცნობილები“, ყალბი მღვდლებიც კი - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ვიდეოებმა ბევრს გაუჩინა თავსატეხი. ბევრი, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ვერ არჩევს, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ტყუილი.
3 სექტემბერს დაკრძალეს მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც სტუდენტების თითქმის ყველა თაობა ჰყავს წაყვანილი მთაში ალპინიადაზე.
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. 1973 წლიდან დღემდე საქართველოში 1017 ადამიანი ითვლება დაკარგულად.
ხალხის უწყვეტი გადასახლება - ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც ყველა რესპუბლიკას შეეხო. აფხაზეთში ხშირად ამბობენ, რომ ასე შეიცვალა იქ დემოგრაფიული სურათი ქართველების სასარგებლოდ. თუმცა მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საარქივო მასალებზე დაყრდნობით სხვა რამეს ჰყვება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი) 29 481 აბიტურიენტმა ჩააბარა. სულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 43 ათასზე მეტი.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის დანგრევაც დაიწყეს. მეპატრონე კომპანია აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მის ადგილას სასტუმრო აშენდება, ძველი იერსახით.
დღეს თბილისის მთავარი ქუჩა რუსთაველია, მაგრამ უფრო ადრე ქალაქის ცენტრი შედარებით დაბლა იყო, ზედ მტკვრის პირას. თბილისიც, როგორც ბევრი სხვა ქალაქი, მდინარის პირას გააშენეს.
1992 წლის 14 აგვისტო, გაგანია ზაფხული, თბილი ზღვა და აფხაზეთის ლურჯი ცა, დამსვენებლები პლაჟზე და ყოველდღიური რუტინა სახლებში. ხალხი დაძაბული კი არის, მაგრამ ომს მაინც არავინ ელოდება.
ცოტა არ იყოს მოულოდნელია, როდესაც ამერიკული პოპულარული სერიალის „კარგი ექიმის“ მეექვსე სეზონის 21-ე სერიაში ერთი პერსონაჟი მეორეს ქართულ რესტორანში ხაჭაპურზე პატიჟებს, თან უხსნის, დავგუგლე და ყველიანი პური ყოფილაო.
რამდენიმე დღის წინ ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიიდან „გაიპარა“ და კაცობრიობამ კიდევ ერთხელ ჰკითხა საკუთარ თავს, ხომ არ იქცა ხელოვნური ინტელექტი მონსტრად, რომელსაც ვეღარ დაიმორჩილებს?
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ზაალ ლატარიასთვის გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე უარი მის უკრაინაში ბრძოლასა და პოლიტიკას არ უკავშირდება.
სოფელ დოღურაშთან აღმოჩენილი 3000 წლის წინანდელი მეტალურგიული სახელოსნო საქართველოში ყველაზე მასშტაბურია, აქამდე აღმოჩენილებს შორის.
საქართველოს მთელი თაობა ჰყავს, რომელიც საშინაო დავალებას სანთლის შუქზე წერდა. ზოგ სოფელში ისეთი ბავშვებიც იყვნენ, ჩართული ტელევიზორი წლები რომ არ ენახათ და როცა ნახეს, დიქტორი სტუმარი ეგონათ.
თელავის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რუსულენოვანი ინტერნეტი განიხილავს, ეს რუსოფობია იყო თუ ყოფითი კონფლიქტი?
ალბათ უნდა გაგიმართლოს, დაიბადო გავლენიან ოჯახში. საუკუნის ყველაზე ნიჭიერი პოეტი ლექსებს გიძღვნიდეს. მერე მთავარზე გათხოვდე და დედოფალი გახდე. მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრებაში კარგთან ერთად იმდენი ცუდიც მოხდა, რომ რთულია გაარკვიო, ის ბედნიერი ქალი იყო, თუ უბედური.
28 ივნისს გარდაიცვალა მეცნიერი, გეოლოგი ელენე აბაშიძე, ის 104 წლის იყო.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, შეამციროს ორიოდე ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
შაქარი რომ მავნებელია, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ ბევრი არც მარილი არ ვარგა და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, მსოფლიოში მარილს ზომიერად თითქმის არცერთი ქვეყანა არ ხმარობს, მათ შორის არც საქართველო.
რთული წლები აფხაზეთის ისტორიიდან, რომლებიც დღეს აღარავის ახსოვს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოსცა წიგნი: „აფხაზეთი (1917-1921) - მეხსიერების რეკონსტრუქცია“. წიგნის ავტორები - ირაკლი ხვადაგიანი, დავით ხვადაგიანი, გიორგი კანდელაკი - იმ პერიოდის მოვლენებს ახალი პერსპექტივიდან აფასებენ.
ჩამოტვირთე მეტი