Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აპროტესტებს ოდესის მერის არჩევნების შედეგს


ალექანდრ ბოროვიკი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი
ალექანდრ ბოროვიკი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მრჩეველი საშა ბოროვიკი არ აღიარებენ ბოროვიკის დამარცხებას ოდესის მერის არჩევნებში და მომხრეებს მოუწოდებენ არჩევნების, მათი აზრით, გაყალბებული შედეგის გაპროტესტებისაკენ. სააკაშვილი ამის შესახებ იუწყება საოციალურ ქსელ „ფეისბუკით“. ის გამოდის მოწოდებით, 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით, 18 საათზე გაიმართოს საპროტესტო აქცია და შეიქმნას კომიტეტი, როგორც სააკაშვილი წერს, „ქურდებისა და თაღლითების“ წინააღმდეგ სამოქმედოდ, რათა მათ ვეღარ გააგრძელონ ქალაქის „ნგრევა და ძარცვა“. საარჩევნო კომისიამ სამშაბათს საღამოს გამოაცხადა 25 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების პირველივე ტურში ოდესის მოქმედი მერის, გენადი ტრუხანოვის გამარჯვების შესახებ. მას ხმების 52% ერგო, მის მთავარ მეტოქეს, საშა ბოროვიკს - 25,7%. ბოროვიკი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რაშიც მას სააკაშვილიც ეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG