Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუშაოს მაძიებელნი და დასაქმებულნი საქართველო-თურქეთის საზღვართან


საქართველოს მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვართან
საქართველოს მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვართან

თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით არ ვრცელდება ახალი წესი, რომელიც ოფიციალურმა ანკარამ 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო. ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც 16 იანვარს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს თურქეთში სამუშაოს მაძიებელმა საქართველოს მოქალაქეებმა.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი, რომელიც თურქეთში მიემგზავრება, ამბობს, რომ ეს ცვლილება შესამჩნევია, რადგან თურქეთის საბაჟოზე აღარ არის გაკრული აბრა, რომელიც იუწყებოდა, რომ რამდენიმე საათით თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა ერთ სრულ კალენდარულ დღედ ითვლება და უცხო ქვეყნის მოქალაქეს თურქეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღე შეუძლია:

„გაკრული იყო განცხადება, რომ მოქალაქეებს შეგვეძლო გადავსულიყავით 180 დღეს წელიწადში, მაგრამ ეს განცხადება აქციის მერე აღარაა...“

საქართველოს მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვართან
საქართველოს მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვართან

„გამოკრული იყო და ჩამოხიეს, მაგრამ ხალხს მაინც არ გვჯერა, რომ მოიხსნა შეზღუდვები, იმიტომ რომ ჩვენ მთავრობის აღარ გვჯერა. მაგრამ ვბედავ და დავდივარ, ღმერთი დიდია...“

„შეზღუდვა მოხსნილია და დღეები აღარ გვეთვლება, ასე ამბობენ, და არ ვიცი...“

„ამბობენ, არაფერი შეცვლილაო. დაგვპირდნენ, რომ სამი თვე ვიზები არ იქნებაო, მაგრამ ახლა არაფერს გვეუბნებიან არც საზღვრის აქეთ და არც იქეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს დღეები არ გვერიცხება...“

საქართველოსა და თურქეთის ოფიციალურ პირთა შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის საბაჟოზე ის წესი მოქმედებს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე არსებობდა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ მოლაპარაკების შედეგია, თუმცა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, ეს შეთანხმება თებერვლის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდება:

გამყიდველებად ვმუშაობთ მაღაზიებში, ზოგი სასტუმროებში ალაგებს. რაღაცით ირჩენს ხალხი თავს. მაისიდან ხალხი თურქეთში დადის ჩაის მოსაკრეფად, ზაფხულში თხილის და ამითი არსებობენ. იმიტომ ვართ დაქირავებული იაფფასიანი მუშები სიცხეში გათანგულები...

„დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იგივე წესები მოქმედებს, რაც ცვლილებებამდე არსებობდა, ანუ არანაირი ცვლილება არ არის ასახული და ჩვეულებრივად, როგორც ადრე, შეუძლიათ გადავიდნენ და გადმოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს ყველაფერი კი ნორმატიულ დონეზე რომ მოწესრიგდეს, ამ თვის ბოლოს, მე როგორც ვიცი, საქართველოში ჩამობრძანდება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, შეხვდება მის ქართველ კოლეგას და ეს ყველაფერი დოკუმენტურად მოწესრიგდება და აისახება“.

საზღვრის გადაკვეთისასსაქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი მას შემდეგ დაუშვეს, რაც თურქეთში დასაქმებულებმა და სამუშაოს მაძიებლებმა სარფის გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ახალი წესების შემოღებით მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან 90 დღის შემდეგ ვეღარ შეძლებენ თურქეთში გადასვლას.

აჭარისა და გურიის რეგიონების ადგილობრივი მცხოვრებნი დასაქმების მიზნით ყველაზე ხშირად სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში მიდიან. მათი ნაწილი თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში, ართვინში, მაღაზიებსა და სასტუმროებში მუშაობს. ისინი დილით თურქეთში გადადიან და საღამოს სახლში ბრუნდებიან. ხშირია აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისსეზონურად დასაქმებაგაზაფხულსა და ზაფხულში.როგორც წესი, ისინი ჩაისა და თხილის საკრეფად მიდიან. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში მდგარი ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ხშირადარალეგალურად, სიტყვიერი შეთანხმებით საქმდებიან და გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებაზე თანხმდებიან. მათ არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, საჭიროების შემთხვევაში კი, დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი:

„გამყიდველებად ვმუშაობთ მაღაზიებში, ზოგი სასტუმროებში ალაგებს. რაღაცით ირჩენს ხალხი თავს. მაისიდან ხალხი თურქეთში დადის ჩაის მოსაკრეფად, ზაფხულში თხილის და ამითი არსებობენ. იმიტომ ვართ დაქირავებული იაფფასიანი მუშები სიცხეში გათანგულები. შარშან ზაფხულში, მაგალითად, კაცი მოკვდა. მთელი დღე რომ მუშაობდა იმ სიცხეში, გული გაუჩერდა“.

ძალიან ძნელია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კარგად ექცევიან და ხალხიც მუშაობს. მე, მაგალითად, ახლა კმაყოფილი ვარ, პატრონი კარგი მყავს, ბებიას ვუვლი და მისი შვილი ძალიან კარგია, ცუდს როგორ ვიტყვი?!

„ჩვენ რასაც ვმუშაობთ, გვიღირს. თუ შევძელით, გვიღირს. მე, მაგალითად, გადავვარდი და ფეხი მოვიტეხე. მეპატრონემ წამიყვანა, მიმკურნალა და მომიყვანა. მასთან რომ მუშაობ, ისაა შენი პატრონი“.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თურქეთის დიდ ქალაქებში ოჯახებში საქმდება. როგორც სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რიგში მდგომი ქალი ამბობს, უკვე 8 წელია, თურქეთში მუშაობს, წელიწადში ერთხელ კი ვიზის გასაგრძელებლად სამშობლოში ბრუნდება. ხშირად მუშაობს დასვენების დღეების გარეშე დღე-ღამის განმავლობაში:

„ძალიან ძნელია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კარგად ექცევიან და ხალხიც მუშაობს. მე, მაგალითად, ახლა კმაყოფილი ვარ, პატრონი კარგი მყავს, ბებიას ვუვლი და მისი შვილი ძალიან კარგია, ცუდს როგორ ვიტყვი?! მაგრამ მაინც პატიმარივით ვარ ერთ ოთახში შემწყვდეული. კვირას ხანდახან ერთი დღე ვისვენებ, ხშირად ისიც არ გვაქვს. ვერ გავდივარ გარეთ, ჰაერსაც ვერ გადავყლაპავ. ბებიას ვუვლი და შემცვლელი არ მყავს და მთელი დღე და ღამე ვმუშაობ“.

საქართველოდან საზღვარგარეთ გასული მოქალაქეების პრობლემებს აჭარასა და გურიის რეგიონში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისი იკვლევდა. შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე ხშირად ქვეყნიდანდასაქმების მიზნით მიემგზავრებიან. სხვა ქვეყნებში დასაქმებულებსხშირადექმნებათ შრომით უსაფრთხოებასა დაშრომითუფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან ისინი ძირითადად არალეგალურად საქმდებიან და არც საკუთარ უფლებებს იცნობენ, ამის გამო კიდამოკიდებულნი ხდებიან დამსაქმებლის კეთილ ნებაზე. კვლევამ გამოავლინა აგრეთვე, რომ ხშირიაარასრულწლოვანთა შრომის გამოყენებისადა ექსპლუატაციის შემთხვევები.

საქართველოს მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვართან
საქართველოს მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვართან

შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, საიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად. მიგრაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი ვარშანიძე ამბობს, რომ, უპირველესად, ქვეყნიდან გასული მოქალაქეები უნდა აღირიცხონ სტატისტიკის შექმნის მიზნით:

„აქედან უნდა დავიწყოთ, რომ კონკრეტული მიმართულებები დავნერგოთ შესაბამისი პროგრამებით. აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ პრობლემას წარმოადგენს, რომ მათ არ იციან თურქული კანონმდებლობა. აქ ჩართულობა იქნება კარგი ყველა სექტორისა და ჯგუფის, იგივე დაბრუნებული ემიგრანტების, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და ამის გაზიარება შეუძლიათ. კარგი იქნებასაინფორმაციო პლატფორმის შექმნა, სადაც ეს ადამიანები გაერთიანდებიან, იგივე სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დაინტერესებული პირების ჩართვა და სტრატეგიის შემუშავება. საქართველოს 2010 წლიდან აქვს მიგრაციის ერთიანი სტრატეგია, მაგრამ მისი განხორციელება გართულებულია სხვადასხვა მიზეზთა გამო. ყველაზე მთავარი კი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რადგან ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაცაა მზარდი შრომითი მიგრაცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG