Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქომ გიორგი მამალაძეს არ მოუსმინა


შეხვედრა საპატრიარქოში
შეხვედრა საპატრიარქოში

ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალდებისათვის ჩვენების მიცემამდე მზად იყო პატრიარქს ან მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირებს შეხვედროდა. მისი სურვილი იყო, გამოძიებასთან დუმილის დარღვევამდე საქმის შესახებ ჯერ სასულიერო პირებთან ესაუბრა, თუმცა საპატრიარქომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნის პასუხად, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, რომ პატრიარქი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრალდებული დეკანოზის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ მივა, თავად პატიმრის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი კი არ განიხილება. რაც შეეხება სინოდის წევრებს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფოს თხოვნაა, საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა თავი შეიკავონ.

საპატრიარქომ გიორგი მამალაძეს არ მოუსმინა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:26 0:00
გადმოწერა

დეკანოზ გიორგი მამალაძის სურვილი კი, დაკითხვამდე პატრიარქს ან სინოდის წევრებს შეხვედროდა, საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, ამცნო. ადვოკატის თანახმად, გიორგი მამალაძე მზადაა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცეს, თუმცა სასურველია ეს სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ მოხდეს:

უკვე ორი დღეა ცხელება არა აქვს, აღენიშნება დადებითი დინამიკა ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით ანთების მარკერები, რომლებიც ჩვენთვის სპეციფიკურია, ის ქვემოთ წამოვიდა, დადებითია და სუბიექტურად ჩივილები არ აქვს. მწვავე პერიოდმა გაიარა და პაციენტი მიდის გამოჯანმრთელებისაკენ...
თამაზ მაღლაკელიძე

“ის ძალიან დიდი თხოვნით, პირველ რიგში, მიმართავს პატრიარქს. თუ ექნება მას საშუალება და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებლობა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ წინასწარ გამოძიებაში ის გაავრცელებს საჯაროდ, წინასწარ გამოძიებისთვის მისცემს ჩვენებას, ეს ჩვენება და ეს ყველაფერი უთხრას პირადად პატრიარქს. თუ, ვთქვათ, ვინიცობაა და პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და მას სურვილი ექნება პირდაპირ დეტალურად მოუყვეს და უთხრას, თუ რასთან არის რეალურად საქმე“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, სასულიერო პირებთან შეხვედრის გამართვა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა მას შემდეგ, რაც პატრიარქსა და სინოდის წევრებს ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმეზე“ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესაუბრა. აქვე ადვოკატები აზუსტებენ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ საქმის მასალებში მკვლელობის მომზადების მცდელობაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დანაშაული არ იკვეთება. დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის ბრალდების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ მომწამვლელ ნივთიერებას, ციანიდს, და დეკანოზს უდანაშაულოდ მიიჩნევს მეორე ბრალშიც, რომელიც იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას შეეხება. ადვოკატები ამბობენ, რომ კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ბრალდებულის ბინის ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, გიორგი მამალაძეს არ ეკუთვნის.

ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი კი ამ დროისათვის კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ჩაფიძის გულის ცენტრიდან ეგრეთ წოდებულ მატროსოვის ციხეში იგი 22 თებერვალს, საღამოს, გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც კლინიკის მედპერსონალმა დაადასტურა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამაზ მაღლაკელიძემ თქვა:

გაუთქმელობის პირობა არ მესმის, თუ ადამიანი მართალია. როგორ შეიძლება ეხლა მე ვიღაცამ დამაბრალოს რამე, მე ვარ სასულიერო პირი, მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს, ეხლა დამაბრალონ მკვლელობა რომელიმე ადამიანის, ესეთი რამე დამაბრალოს მე სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რამე დავიცვა, გამორიცხულია, როგორ შეიძლება მე მდუმარება შევინარჩუნო?..
შალვა კეკელია

“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს. უკვე ორი დღეა ცხელება არა აქვს, აღენიშნება დადებითი დინამიკა ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით ანთების მარკერები, რომლებიც ჩვენთვის სპეციფიკურია, ის ქვემოთ წამოვიდა, დადებითია და სუბიექტურად ჩივილები არ აქვს. მწვავე პერიოდმა გაიარა და პაციენტი მიდის გამოჯანმრთელებისაკენ“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებულის სახით იგი 10 თებერვალს დააკავეს. დაცვის თანახმად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირი, რომლის ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილია. გამოძიება ირწმუნება, რომ მომწამვლელი ნივთიერებით გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი სამკურნალოდ თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ოფიციალური ცნობით, საპატრიარქო გამოძიებას ნდობას უცხადებს, დეკანოზი გიორგი მამალაძე კი მზადაა დუმილი დაარღვიოს, თუმცა სასულიერო პირთა ერთი ნაწილისთვის გაუგებარია, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად საერთოდ რატომ დასჭირდა მას დუმილის უფლებით სარგებლობა.

„გაუთქმელობის პირობა არ მესმის, თუ ადამიანი მართალია. როგორ შეიძლება ეხლა მე ვიღაცამ დამაბრალოს რამე, მე ვარ სასულიერო პირი, მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს, ეხლა დამაბრალონ მკვლელობა რომელიმე ადამიანის, ესეთი რამე დამაბრალოს მე სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რამე დავიცვა, გამორიცხულია, როგორ შეიძლება მე მდუმარება შევინარჩუნო?“ - ამბობს მღვდელი შალვა კეკელია. მისი თქმით, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეკლესიისთვის, სიმართლე არ უნდა დაიმალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG