Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში გაიმართა შეხვედრა დონალდ ტრამპსა და პაპ ფრანცისკეს შორის


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან

ვატიკანში გაიმართა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პაპ ფრანცისკეს შორის. პაპმა ტრამპს დაუთმო გახანგრძლივებული აუდიენცია, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან პირადი შეხვედრის შემდეგ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია და ოჯახის სხვა წევრები, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი, ფოტოსესიაზე შეიკრიბნენ.

ტრამპი რომში მოლაპარაკებებს გამართავს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან. იგი იტალიაში ჩავიდა ისრაელიდან. პრეზიდენტის რანგში ტრამპის პირველი მოგზაურობა უცხოეთში დაიწყო ვიზიტით საუდის არაბეთში, სადაც ის დაესწრო მუსლიმური ქვეყნების ლიდერების სამიტს.

XS
SM
MD
LG