Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში თავს დაესხნენ ფეშენებელურ სასტუმროს


სასტუმრო, სადაც ორმა თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა
სასტუმრო, სადაც ორმა თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა

მალიში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც ბევრი უცხოელი ჩერდება ხოლმე. დედაქალაქ ბამაკოში, 190-ოთახიან „რედისონ ბლუდან", როგორც იუწყებიან, ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა ისმის. სასტუმროს ინფორმაციით, ორ თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 140 სტუმარი და სასტუმროს 30 თანამშრომელი. ისლამისტ მებრძოლებს, რომელთა ნაწილსაც კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან, 2012 წელს თითქმის მთელი წელი ჰქონდათ დაპყრობილი ჩრდილოეთი მალი, ვიდრე მათ განდევნიდნენ 2013 წლის იანვარში საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაწყებული ოპერაციის შედეგად. მას შემდეგ ისლამისტები თავდასხმებს ახორციელებენ მალიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG