Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The National Interest: ტრამპმა საქართველოს ფოლადზე ტარიფები უნდა გაუუქმოს


აშშ-ში შესული ფოლადის საერთო რაოდენობაში საქართველოს მხოლოდ ძალიან მცირე წილი აქვს. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ბრძნული იქნებოდა, საქართველოსთვის ტარიფები გაეუქმებინა, ან ტარიფების კვოტებით შეეცვალა, ფიქრობს გიორგი წერეთელი.
აშშ-ში შესული ფოლადის საერთო რაოდენობაში საქართველოს მხოლოდ ძალიან მცირე წილი აქვს. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ბრძნული იქნებოდა, საქართველოსთვის ტარიფები გაეუქმებინა, ან ტარიფების კვოტებით შეეცვალა, ფიქრობს გიორგი წერეთელი.

აშშ-ის გამოცემა The National Interest 16 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც გიორგი წერეთელს, McLarty Associates-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უფროს მკვლევარს ეკუთვნის, წერს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ფოლადის იმპორტზე ტარიფების გაუქმება არ აზარალებდა აშშ-ს, საქართველოსთვის კი მნიშვნელოვანი იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ეროვნული უსაფრთხოების ტარიფების გამოყენება აშშ-ის ვაჭრობის გაფართოების კანონის 232-ე ნაწილის მიხედვით. ტარიფებს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, წერს გამოცემაში წერეთელი.

აშშ წელიწადში ას მილიონ ტონამდე ფოლადს მოიხმარს, საიდანაც 35 მილიონი ტონა მოდის იმპორტზე. თუ აშშ საქართველოს ფოლადის მიმართ ტარიფს გააუქმებდა, ეს იქნებოდა იმპორტირებული ფოლადის მხოლოდ ერთი პროცენტი და აშშ-ის მიერ მოხმარებული ფოლადის 0,2 პროცენტი.

ფოლადის იმპორტზე აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაწესებულ 25-პროცენტიანტარიფებს რომ არაპირდაპირი ზიანი მოაქვს, ამის მაგალითია საქართველო, აშშ-ის ახლო მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში. აშშ-ში შესული ფოლადის საერთო რაოდენობაში საქართველოს მხოლოდ ძალიან მცირე წილი აქვს. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ბრძნული იქნებოდა, საქართველოსთვის ტარიფები გაეუქმებინა, ან ტარიფების კვოტებით შეეცვალა, ფიქრობს წერეთელი. ეს იქნებოდა დიდად სახეირო საქართველოსთვის, სადაც ვაშინგტონს არსებითი რაოდენობის დროისა და ფულის ინვესტირება უხდება, და არავითარ ზიანს არ მიაყენებდა აშშ-ში სამუშაო ადგილებს ან ფოლადის ადგილობრივ მრეწველობას.

პირველი პარტია რუსთავის ფოლადისა, უნაკერო მილების სახით, 2018 წლის თებერვალში გაიგზავნა. ერთი თვის შემდეგ, როცა პროდუქტი ჯერ კიდევ გზაში იყო, ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო ტარიფები. მართალია, რუსთავის ქარხანა განაგრძობს თავისი ნაწარმის ექსპორტს აშშ-ში, რადგან ბაზარზე დარჩენა სურს, ტარიფებმა მასზე უარყოფითი გავლენა იქონია.

საქართველო არ წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის მუქარას. პირიქით, ის ახლო მოკავშირეა, განსაკუთრებით უშიშროების სფეროში, წერს The National Interest-ის სტატიაში წერეთელი და მოჰყავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, სიტყვები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაგზავნილი მისალოცი მიმართვიდან:

„საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში, ტერორიზმთან ბრძოლასა და გაუვრცელებლობის სფეროებში არსებულ რეგიონალურ და საერთაშორისო გამოწვევებში. საქართველოს ძალები მამაცურად მსახურობენ აშშ-ის სამხედროების მხარდამხარ ავღანეთში“.

მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

საქართველომ აშშ-ისგან 2018 წელს მიიღო, დახმარების სახით, 105 მილიონი დოლარი, ანუ მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ, უკრაინის გარდა.აშშ-ის მიერ ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ამ შემთხვევაში საკუთარი თავის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოსთვის ყველა სფეროში გაწეულ დახმარებას. საქმე ეხება რუსთავში სამუშაო ადგილებს, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

აშშ-ს რომ საქართველოსთვის ფოლადის ტარიფები გაეუქმებინა, აშშ-ის ბაზარი ვერაფერს იგრძნობდა, წერს ავტორი, თავად საქართველოსთვის კი ეს ერთობ დიდი ხეირის მომტანი იქნებოდა. აშშ წელიწადში ას მილიონ ტონამდე ფოლადს მოიხმარს, საიდანაც 35 მილიონი ტონა მოდის იმპორტზე. თუ აშშ საქართველოს ფოლადის მიმართ ტარიფს გააუქმებდა, ეს იქნებოდა იმპორტირებული ფოლადის მხოლოდ ერთი პროცენტი და აშშ-ის მიერ მოხმარებული ფოლადის 0,2 პროცენტი. ეს ძალიან იოლად მისაღები გადაწყვეტილებაა და, თან, უარყოფითი შედეგის გარეშე, წერს გიორგი წერეთელი, McLarty Associates-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უფროსი მკვლევარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG