რუსეთში 29 ნოემბრამდე გადაიდო ორგანიზაცია "მემორიალის" დახურვის სასამართლო პროცესი

მოსკოვის სასამართლომ პროკურორებს მეტი დრო მისცა დაცვის მხარის კითხვებზე პასუხების გასაცემად წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლებადამცველი ორგანიზაციის, "მემორიალის" დახურვის საკითხს.

"მემორიალის" თანახმად, სხდომა 23 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა სწრაფად დაიხურა და 29 ნოემბრისთვის გადაიდო - მას შემდეგ, რაც პროკურორებმა ვერ შეძლეს პასუხი გაეცათ ადვოკატ ილია ნოვიკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი დაცვის ჯგუფის ყველა კითხვაზე.

მოსკოვის პროკურორებმა მიმდინარე თვეში მიმართეს სასამართლოს უფლებადამცველი ცენტრის, "მემორიალის" დახურვის შესახებ თხოვნით, ფედერალურმა პროკურორებმა კი უზენაეს სასამართლოს სთხოვეს ბრძანების გაცემა "საერთაშორისო მემორიალის" დასახურად - ორგანიზაციის, რომელიც "მემორიალსაც" მოიცავს. ამ ნაბიჯებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

უზენაესმა სასამართლომ "საერთაშორისო მემორიალის" საწინააღმდეგო საქმის განხილვა 25 ნოემბერს უნდა დაიწყოს. "მემორიალის" თანამშრომლები ითხოვენ სხდომების გასაჯაროებას, რადგან "სხდომები საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი". 23 ნოემბრის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ოფიციალურმა პირებმა ამის მიზეზად დაასახელეს COVID-19-თან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები.

ასევე ნახეთ

პუტინს მეხსიერების მოკვლაც სურსბლინკენმა რუსეთს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალირუსეთის გენერალური პროკურატურა „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციას ითხოვს ევროპის საბჭო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს „მემორიალის“ ლიკვიდაცია მოსკოვის სასამართლომ დააჯარიმა ორგანიზაცია "მემორიალის" მხარდასაჭერი აქციების მონაწილეები