პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს იმ სასამართლო პროცესის გაჭიანურება უნდა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხი განიხილება. მან დღევანდელი, 14 დეკემბრის, სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეაფასა მოსამართლის გადაწყვეტილება მომდევნო სხდომის თარიღის განსაზღვრაზე.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნის შესასწავლად 1 თვეს ითხოვს"გადავიდნენ ახლა გაჭიანურების რეჟიმზე. კიდევ კარგი, მოსამართლე ამას არ აჰყვა და დანიშნა 22 დეკემბერს პროცესი. 21-ში დანიშვნაზე უარი განაცხადა, რადგან სააკაშვილის დაბადების დღეა. 22 დეკემბერს დავაყენებთ ძირითად შუამდგომლობას და დაიწყება მოწმეების დაკითხვა", - თქვა ადვოკატმა.
მოსამართლე გიორგი არველაძემ მომდევნო სხდომის თარიღის განსაზღვრისას თქვა: „21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა, სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს დაინიშნაადვოკატმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ ეცდებიან საზოგადოებისთვის მომავალ სასამართლო სხდომაზე მაინც გახდეს შესაძლებელი, ნახოს როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი.
"თუ ასეთი პოზიცია ექნება [პენიტენციურს], ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. არის ამის სამართლებრივი მექანიზმები, როგორ მოვახერხოთ, რომ სააკაშვილი ნახოს საზოგადოებამ. არ ვიტყვით წინასწარ, როგორ… არანაირი ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობდეს, უნდა შეხედოთ სააკაშვილს და ნახავთ, რომ ესაა მომაკვდავი ადამიანი. ამის ჩვენება არ უნდათ. სიმართლე გითხრათ, მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე გადავდგებოდი", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო დისტანციურად.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვერ ჩართეს ასევე ნახეთ "TV პირველი" იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის სხდომაზე ჩასართავად დახმარებას სთავაზობსსასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.
ასევე ნახეთ ბრეგაძის თქმით, თუ სააკაშვილი სიმულაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს, კადრები გამოქვეყნდება