„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი დრო მოლდოვისა და ევროპელების კრიტიკას, ორმაგი სტანდარტების ხაზგასმას დაუთმო.
“ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება”, - ბოჭორიშვილმა თქვა, რომ “ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე”, “შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება” და რომ ბოლო წლებში საქართველოს კრიტიკა “ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა".
ასევე ნახეთ
"ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა" - ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე გამოსვლისასბოჭორიშვილის თქმით, თვალთმაქცობაა:
- „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ”;
- „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება”;
- “კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება”.
პარალელურად, კრიტიკა ისმოდა თბილისიდანაც.
“მოლდოვაში მედიის საქმიანობა დიდი ხანია ფეხქვეშ არის გათელილი. მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. სინამდვილეში ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მხოლოდ მოლდოვაში… მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა ისინი თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში”, - უთხრა ჟურნალისტებს 15 მაისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მოლდოვა “მხარს უჭერს კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომ საზოგადოებაში მეტი ავტორიტეტი ჰქონდეთ, როდესაც ისინი ამ კონკრეტულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებენ”.
- მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად არ დაუშვას პროსახელისუფლებო “იმედი”, “რუსთავი 2” და “პოს ტვ”, დროში დაემთხვა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, “იმედს” ევროპარლამენტში მუშაობა ერთი წლით აეკრძალა. მანამდე კი, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა “იმედსა” და „პოს ტივის”.
- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 5 მაისს დამტკიცებული ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტის შესწორებების თანახმად - სამი პროსახელისუფლებო არხი მოხსენიებულია, როგორც „ქართული ოცნების" რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტი“; დაგმობილია „იმედისა“ და „პოს ტივის“ მიერ „ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელება“.
ასევე ნახეთ
„იმედი“: ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით აგვეკრძალაასევე ნახეთ
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“2022/2023 წლებში მოლდოვაში 12 ტელევიზია მართლაც დაიხურა. რეგულაციებთან გარკვეული შეუსაბამობის გარდა, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკრაინაში მიმდინარე ომის არაკორექტული გაშუქება და რუსეთის ინტერესების გატარება სახელდებოდა. მათ შორის, მაგალითად, TV6-სა და Orhei TV-ს ქვეყნიდან გაქცეულ, მსჯავრდადებულ პრორუს პოლიტიკოსთან, ილან შორთან აკავშირებდნენ. ოლიგარქებს უკავშირებდნენ სხვა არხებსაც.
2024 წელს ქვეყანაში რამდენიმე ათეული ადგილობრივი ტელეარხი მაუწყებლობდა.
"ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტი გვეუბნება, რომ არ არის მართალი, თითქოს მოლდოვაში მხოლოდ ორი სახელმწიფო არხის არსებობს.
“ბოლო წლის განმავლობაში, ჯერ მარტო მე ვარ ნამყოფი მოლდოვის ექვსი ტელევიზიის სხვადასხვა გადაცემაში - პირდაპირ ეთერში. თანაც მე მოლდოვის ტელევიზიების სუპერვარსკვლავი ნამდვილად არ ვარ”, - მამუკა ჟღენტს მოლდოვაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს; ამჯერად ზუსტი მიზეზი არ იცის, მაგრამ ვარაუდობს, რომ ქართული პროსახელისუფლებო არხების ქვეყანაში არშეშვება დეზინფორმაციასთან ბრძოლით არის განპირობებული, რადგან “არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და ყველასთვის ცნობილია, რომ სამივე ტელევიზია არის რუსული პროპაგანდისტული მანქანის შემადგენელი ნაწილი”.
პრესის თავისუფლების ინდექსებში, (Reporters Without Borders / RSF World Press Freedom Index) ბოლო, 2026 წლის ანგარიშების მიხედვით, მოლდოვა 31-ე ადგილზეა („საკმაოდ თავისუფალი მედია“, თუმცა პოლიტიკური გავლენის რისკებით) მაშინ, როცა საქართველო 135-ეა, გაუარესების ტენდენციით ბოლო წლებში
ასევე ნახეთ
"ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?ასევე ნახეთ
მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეა - ვინ გააბრაზა სანდუს სიტყვებმა და რატომ?კიშინიოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიძაბა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. “ქართული ოცნების” საგანგებო სამიზნე ხშირად პირადად პრეზიდენტი მაია სანდუა. მას ხშირად უხსენებენ და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებად უთვლიან გამომჟღავნებულ პოზიციას რომ, რეფერენდუმის შემთხვევაში, ის მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს.
“პატივს არ სცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, სანდუ ამბობს, რომ მას მოლდავეთის სახელმწიფოებრიობა არაფრად მიაჩნია და მზად არის სხვა ქვეყანას შეუერთოს და სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვას. ასე რომ, გასაკვირი არაფერია“, - ძველი ბრალდებები 14 მაისსაც გაიმეორა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
დღევანდელი მოლდოვა, წარსულში - ბესარაბია, რუმინეთის ისტორიული ნაწილი და შესაბამისად - რუმინელებით დასახლებული ტერიტორია იყო. რუმინეთთან გაერთიანების სურვილი მოლდოვაში ათეულობით წელიწადს ითვლის - ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპიდან. გაერთიანების მომხრეები თავიანთ ნებას, სხვადასხვა დროს, ხალხმრავალ აქციებზეც გამოხატავდნენ.
თბილისსა და კიშინიოვს ერთმანეთისთვის არ მიულოციათ ორ ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებული არჩევნების შედეგები. 2026 წლის აპრილში კი, მოლდოვიდან ჩამოსულ საპარლამენტო დელეგაციაში არ იყვნენ მმართველი პარტიის - სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის (PAS) პარტიის" - წარმომადგენლები.
"საქართველო ამჟამად იმართება, უფრო სწორად, სამწუხაროდ, საქართველო მიტაცებულია ოლიგარქის, როგორც დღეს ამბობენ, ერთგვარი „ეშმაკუნას“ მიერ, რომლის მსგავსი ჩვენც გვყავდა 2019 წლამდე”, - თქვა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსმა, 2 აპრილს კიშინიოვში ჟურნალისტებთან.
დელეგაციაში, რომელიც მოლდოვიდან საქართველოში 1 აპრილს [5 აპრილამდე] ჩამოვიდა, პრორუსული განწყობის დეპუტატები ჭარბობდნენ. მათ შორის იყო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე, მოსკოვს სტუმრობდა.
2025 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მაჩვენებელი 50,2%-ს უტოლდება, რითაც 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ჰყავს. პრორუსი პოლიტიკოსის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტ იგორ დოდონის „პატრიოტულმა ბლოკმა“ მხოლოდ 24,17%-ის [26 მანდატი] მიღება შეძლო.
ასევე ნახეთ
“დიდი მეგობრობისკენ” - მოლდოველი დეპუტატების სადავო დელეგაცია თბილისში და დოდონის ვიზიტი მოსკოვის შემდეგმამუკა ჟღენტის თქმით, მართალია, “ქართული ოცნების” ე.წ. ხელისუფლება ბოლო წლებში არ იშურებს შეურაცხყოფებს და ლანძღვა-გინებას მოლდოვის ხელისუფლების მიმართ”, მაგრამ ეს გავლენას ვერ მოახდენდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე თბილისის წარმომადგენლის დაშვებაზე.
“კადაფი, ფიდელ კასტრო და სადამ ჰუსეინი ნიუ-იორკში ჩადიოდნენ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე. ამიტომ პრობლემა არ არის იმაში, რომ [“ქართული ოცნების” ხელისუფლება] ორგანიზაციის მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობს”, - ამბობს ჟღენტი.
„ძლიერი ევროპელი ლიდერი“
15 მაისს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მაია სანდუს საქართველო არ უხსენებია, როდესაც ევროკავშირის გაფართოების მორიგი ტალღის სარგებელზე ლაპარაკობდა. ერთ დროს არსებული “ასოცირების ტრიოდან” სანდუმ მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა დაასახელა:
“მოლდოვამ და უკრაინამ დაიმსახურეს თავიანთი ადგილი - ძალიან რთულ პირობებში ევროპის არჩევითა და ამ არჩევანის დაცვით. ჩვენ არ ვითხოვთ შემოვლით გზებს. პატივს ვცემთ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს საქმეს. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს დამსახურება იყოს აღიარებული და დაფასებული. რადგან ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია ეგზისტენციალური საკითხია; ხოლო ევროპისთვის - ეს არის ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში”.
სანდუმ ილაპარაკა რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე, მათ შორის - ჰიბრიდულ ომზე, ბოტების არმიის მიერ შექმნილ ცრუ წარმოდგენებზე. მისი თქმით, ევროპის დაცვა მოითხოვს „სამხედრო სიძლიერესა და ძლიერ ალიანსებს“; თუმცა „ის ასევე მოითხოვს იმის დაცვას, რასაც ევროპა წარმოადგენს - ღია საზოგადოება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული გზა“.
უკრაინა და მოლდოვა, საქართველოს მსგავსად კანდიდატი ქვეყნის სტატუსით სარგებლობენ, მაგრამ უკვე გადასული არიან შემდეგ ეტაპზე, რაც გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. სწორედ ამ ეტაპზე გადასვლის საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან “ქართულმა ოცნებამ” 2028 წლის ბოლომდე - რის გამოც საქართველოში საპროტესტო აქციების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.
მაია სანდუს „ძლიერი ევროპელი ლიდერი“ უწოდა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ და დასძინა, რომ უკრაინის დაცვა ევროპის იდეის დაცვის ტოლფასია.
ბერსემ მოუწოდა სახელმწიფოებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ ყველა საჭირო პროცედურა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის მხარდასაჭერად.
ტრიბუნალი უკრაინის წინაშე დამნაშავეებისთვის
15 მაისს კიშინიოვში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა მორიგი და, კიევის შეფასებით, გადამწყვეტი დოკუმენტი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ.
ასევე ნახეთ
მიღებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის სპეცტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილებამოვლენას „ისტორიული“ უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ და დასძინა, რომ „რუსეთსაც კი სჭირდება ეს ტრიბუნალი“.
„პუტინს ყოველთვის უნდოდა ისტორიაში შესვლა. ეს ტრიბუნალი დაეხმარება მას ამ მიზნის მიღწევაში. ის შევა ისტორიაში, როგორც დამნაშავე. და არა მხოლოდ ის - პუტინი, შოიგუ, გერასიმოვი, ბორტნიკოვი, ზოლოტოვი, მედვედევი, ლუკაშენკა და სხვები. დღეს მათ მიიღეს თავიანთი ბილეთები ჰააგისკენ“, - უთხრა სიბიჰამ ევროსაბჭოს მინისტრებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურ ტრიბუნალთან დაკავშირებულ „მესამე სადამფუძნებლო“, გაფართოებულ დოკუმენტს 37-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
არის თუ არა მხარდამჭერებს შორის საქართველო? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში მედიას ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე უთხრა, რომ: „საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე" და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
ევროპის საბჭოს გვერდზე ჯერ არ არის გამოქვეყნებული მხარდამჭერთა სრული სია და წერია, რომ “ზოგი ქვეყანა, რომლებიც სპეციალური ტრიბუნალის იდეას უჭერენ მხარს, ჯერ კიდევ მგრძნობიარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებშია ჩართული. ისინი შესაძლოა განიხილავდნენ, როგორ დააბალანსონ სამართლებრივი ვალდებულებები, პოლიტიკური ალიანსები და საგარეო პოლიტიკის უფრო ფართო მიზნები. როგორც კი ტრიბუნალის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტები სახელმწიფოების მიერ ოფიციალურად დამტკიცდება და ძალაში შევა, წევრი და ასოცირებული წევრი ქვეყნების სია საჯაროდ გახდება ცნობილი.”
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, ირინა მუდრას განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე 15 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი იქნება ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის ფორმირება - მოსამართლეები, წესები, გამოძიება. უკრაინას იმედი აქვს, რომ ტრიბუნალი 2027 წლიდან ამუშავდება.
შეხვედრები კიშინიოვში
15 მაისს ანდრიი სიბიჰა მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შემდეგ კი სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მათი საუბარი წარმოადგენდა “იმ დიალოგის პირდაპირ გაგრძელებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა”.
ასევე ნახეთ
მაკა ბოჭორიშვილი ანდრიი სიბიჰას შეხვდა კიშინიოვშიასევე ნახეთ
გვაქვს კითხვის ნიშნები, მცდელობები პოზიტიურია, დანარჩენს დრო აჩვენებს - ბოჭორიშვილი კიევთან კომუნიკაციაზე“ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამში (GUAM) და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში, ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას”, - დაწერა სიბიჰამ X-ზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს კიშინიოვში მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა:
- ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს და საუბარი, მათ შორის - შეეხო “ევროკავშირთან ურთიერთობებს, რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს”;
- სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს. მხარეებმა, მათ შორის - განიხილეს “რეგიონში არსებული ვითარება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები”;
- გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან.
“ქართულმა მხარემ კონგრესის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს დელეგაციის ჩართულობას კონგრესის საქმიანობაში”, - მითითებულია ოფიციალურ განცხადებაში.