ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, გოგი ოქროპირიძის სახელი კარგადაა ცნობილი რადიო თავისუფლების მსმენელისთვის. გოგი კარგა ხანია უკვე სათავეში უდგას გაერთიანება "კულტურშმიდეს", რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა.
მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალისტთა უმრავლესობა თავს მემარცხენეებად, მეტიც, მარქსისტებად მიიჩნევდა, ადამიანის არსებობის ეს ანალიზი - ზოგადად, ადამიანისა და არა, მაგალითად, მხოლოდ დასავლელი ადამიანისა, საბჭოთა კომუნისტებს არ მოსწონდათ.
ზაფხული. ფეხბურთი და ღამე, როცა ყველას ძინავს... საუკეთესო დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმოქმედო ხალხის გარეშე და არავის დაეკითხო რამეს.
დედაქალაქის კულტურული სამყაროსთვის ზაფხული წარსულის რესტავრაციით დაიწყო - ”რესტავრაციით” ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზაფხულის პირველი თვე გავიდა და ცხადი გახდა, რომ კულტურის სფეროში ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რესტავრაცია-რეაბილიტაციაა.
გასულ კვირას კულტურის სამინისტროში გაიმართა მუსიკის პედაგოგებთან შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ კულტურის სამინისტრო იწყებს ერთიანი სტანდარტების შექმნას სამუსიკო განათლების სფეროში, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დარგის რეფორმას განაპირობებს.
”ქართული კინოს 5 წელი - ბევრი და უხარისხო” - დაახლოებით ასე შეიძლება შევაჯამოთ ქართველი კრიტიკოსებისა და კინორეჟისორების ერთობლივი ფორუმი, რომელიც 21 ივნისს გაიმართა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირში. 5 წლის მანძილზე კინოწარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
22 ივნისს კინოს მოყვარულებმა დიდი კინოპოეტის იუბილე აღნიშნეს - ირანელ რეჟისორს, აბას ქიაროსთამის, 70 წელი შეუსრულდა. ”კინემატოგრაფისტი, რომელმაც ირანულ კინოს საზღვრები გაუხსნა” - ასე იხსენიებენ ქიაროსთამის ღვაწლს.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს უნიჭოდ გარემო და გარემოება აქცევს. როცა არა აქვს საშუალება, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, იმის კეთებას იწყებს, რაც არაა მისი საქმე - ცხოვრობს მშობლების, მეუღლის, მეზობლის, მეგობრის, პარტიის, ეკლესიის კარნახით.
იური მეჩითოვისთვის ისტორია არ არსებობს მხოლოდ ფაქტების ერთობლიობის სახით, მას არა აქვს იმის ილუზია, რომ რეალობას ”ობიექტურად” აღბეჭდავს... საერთოდ, უაღრესად სუბიექტური კაცია... ანუ - უაღრესად ცოცხალი...
7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ომბუდსმენის აპარატის, ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა გენდერული თანასწორობის თემაზე.
თბილისში, სამეფო უბნის თეატრში, დაიხურა ახალაგაზრდული თეატრალური ფესტივალი ”არდიფესტი”. ფესტივალის შედეგებსა და პერსპექტივებზე საუბრობს ”არდიფესტის” ერთ-ერთ ორგანიზატორი, დავით გაბუნია.
5 ივნისს გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს აწყობენ და საზოგადოებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში უამრავ ადამიანს გარემოს დაცვა მხოლოდ ხეების დარგვა და ნაგვის შეგროვება ჰგონია.
კანის კინოფესტივალი პირველად მაშინ დავაფასე, როცა ჩემმა საყვარელმა სტივენ ფრირზმა, 2007 წლის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ”ოქროს პალმა” გადასცა ყველასთვის უცნობ რუმინელ რეჟისორს.
„წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა დიდი ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას იუბილეს ეძღვნება (15 ივლისს დერიდას 80 წელი შეუსრულდებოდა). თუმცა, გადაცემაში საუბარი გვექნება არა იმდენად ფილოსოფიაზე, რამდენადაც ფსიქოლოგიაზე.
აპრილის მიწურულს ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” რედაქციამ თბილისში საჯარო დებატების ციკლი დაიწყო. ამიერიდან ჟურნალის ავტორები თავად აირჩევენ თემას დისკუსიებისთვის, მოიწვევენ სტუმრებს.
საფრანგეთის ქალაქ კანში დასრულებული 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „პალმის ოქროს რტო“ - მოიპოვა ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატპონგ ვერასეტაკულის ფილმმა „ძია ბუნმი, რომელიც თავის წინა ცხოვრებებს იხსენებს“.
”კანის ფესტივალისთვის ტიპიური სიმპტომებია!” - მითხრა ჭაღარა ფარმაცევტმა მას მერე, რაც კანის ერთ პატარა აფთიაქში ძლიერი წამალი ვთხოვე ტაქიკარდიის წინააღმდეგ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოშიც ზეიმობენ, თუმცა, ტრადიციულად, 9 მაისი მხოლოდ ომის ვეტერანთა გახსენებით და მათი დაჯილდოებით აღინიშნება ხოლმე. დრო გადის. ამ ადამიანების რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება.
ჩამოტვირთე მეტი