გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ბიძა-ძმისშვილი - 24 წლის ვაჟა და 19 წლის ბექა თაყაძეები ოსურ მხარეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ჰყავს დაკავებული. თაყაძეები სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ორშაბათს სანადიროდ წავიდნენ და მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან.
ცხინვალელმა და ვლადიკავკაზელმა უფლებადამცველებმა რუსეთის პრეზიდენტისაგან მარგიევას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი ედუარდ კოკოითის დიქტატორად და ტირანად მოიხსენიებენ, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს.
გორში სამი პოლიტიკური პარტია - „ხალხის პარტია“, კონსერვატორები და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - პრაიმერის ჩასატარებლად ემზადება. პარტიების წარმომადგენლები კონსულტაციებს ყოველდღიურად მართავენ.
გორის მე-5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. გუშინდელმა ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავი მთლიანად გადახადა. სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა პედაგოგმა. ამჟამად, სახურავის ნარჩენები ეზოშია მიმობნეული. ჩაწყვეტილია ელექტროენერგიისა და სატელეფონო სადენები.
ცხინვალში იარაღის ამოღება-რეგისტრაცია დასრულებულა, ამიტომ მოსახლეობისთვის გაუგებარია ფატიმა მარგიევას დაკავების მიზეზი, რომელსაც სახლში მეუღლის ავტომატი და ტყვიები უნახეს. მარგიევას განმარტებით, ეს იარაღი მათ ოჯახში 90-იანი წლებიდან იყო შემორჩენილი.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა ფატიმა მარგიევამ ცხინვალის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. იგი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა. ძალოვანი უწყებების მინისტრებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურებულიყო, ყურად არავინ იღო.
დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დანიის სამეფოს პარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. იმ დროს, როდესაც დანიელი დეპუტატები ერგნეთში მდებარე ქართულ საგუშაგოს ათვალიერებდნენ, ცხინვალის მხრიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა საჯაროდ მიანიშნა, რომ მისი ვიზიტი რევიზიული ხასიათისაა. კოსაჩოვის აზრით, აუცილებელია იმის შესწავლა, რამდენად ეფექტურად იხარჯება რუსეთის მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თებერვლის ბოლოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით, ჟენევაში ქართული, რუსული და ოსური მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმებზე იმსჯელებენ. ოსური მხარე ამ შეხვედრაზე საკუთარი მოთხოვნებით მიემგზავრება.
დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტს რუსი სამართალდამცავები აქამდე არ სცნობდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის სტრატეგიულ სიმაღლეებზე სნაიპერები არიან ჩასაფრებულნი. გარდა ამისა, საგუშაგოებთან ახლოს მძიმე ტექნიკა არის თავმოყრილი. კოკოითის ომონის სრული შემადგენლობა იმ კორპუსში შეჰყავს, რომელიც ქართულ სოფელ ნიქოზს ესაზღვრება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საზღვარი მთლიანად ვერ ჩაკეტა. თბილისთან კავშირი რომ არ იყოს, დაბა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგებოდა - რაიონში პროდუქტის შეტანა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ახალგორში ბუნებრივი აირის პრობლემაც დგას.
ოსური მხარისთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მზადდება. დისკუსიის თანათავმჯდომერეებმა როგორც რუსულ, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება მოსთხოვეს.
მალხაზ ახვლედიანი 31 იანვარს გაუჩინარდა. ოსურმა მედიამ მისი დაკავების შესახებ ორი დღის შემდეგ განაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, ახვლედიანი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. ნიქოზელები კი მიიჩნევენ, რომ მალხაზი სოფლიდან გაიტაცეს.
ცხინვალში ჩასული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები თვეობით სახლში დაუბრუნებლად მუშაობენ და ხელზე სოლიდური თანხა უგროვდებათ - სწორედ ამის გამო ისინი კრიმინალების სამიზნეები ხდებიან. გარდა ამისა, ყოველი თვის ბოლოს, ხელფასის აღების დღეებში, მათთვის ფულის შეწერაც ხდება.
დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში შეყვანილია 100-ობით ტანკი და სხვა საბრძოლო ტექნიკა. რუსული ბაზის მეთაურის თქმით, მე-4 ბაზაზე რუსეთის 54 რეგიონიდან ჩაყვანილი ჯარისკაცი მსახურობს, აქედან 1/3 ჯარში ხელშეკრულებით მსახურობს.
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტი მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციას შეატყობინონ თავიანთი პრობლემები.
2009 წლის 10 დეკემბრისთვის სამშენებლო კომპანიებს 400-ზე მეტი აღდგენილი სახლი უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ამ დროისთვის 100 სახლის მშენებლობაც არ დასრულებულა. კოკოითიმ მშენებლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
ცხინვალში რამდენიმე დღის წინ გამართულ თათბირზე კოკოითიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნარკორეალიზატორების მფარველობაში, რუსული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანაში დაადანაშაულა.
ჩამოტვირთე მეტი