გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველადი მოხმარების ნივთებზე, საყოფაცხოვრებო ქიმიასა და, რაც მთავარია, პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, გლობალურ ეკონომიკურ არასტაბილურობას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
უკრაინაში, ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი, იტყობინება სააგენტო „რესი“, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეყრდნობა.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ე.წ. ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.
„წაართვით ბიბილოვს კალამი“ - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცხინვალელმა კომენტატორმა თემურ კოკოითიმ დაწერა და ასე გამოეხმაურა დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას.
ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მაისს გაავრცელა.
8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.
ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთ-უკრაინის ომში წასული მოხალისე მებრძოლების რეპუტაცია რომ შელახულია, ეს დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ფუხაევმა უკვე ღიად დააფიქსირა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს.
ალან გაგლოევი მომხრეებსა და სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან ერთად წუხელ ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გავიდა. მან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აჯობა.
გორში, კომბინატის დასახლებაში, ლიახვის სანაპიროზე მოზარდის ნეშტი იპოვეს. ნეშტი 2004 წელს მოკლული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილისაა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ოჯახის ნათესავმა დაუდასტურა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკრაინიდან, მე-4 რუსული სამხედრო ბაზის 300-მდე სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში საომრად გაგზავნილ ჯარისკაცებს „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოხსნილი კანდიდატები ერთიანდებიან და არსებული დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადადიან.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების საჩივრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთე მეტი