გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სათანადო ინვენტარით ყველა საარჩევნო უბნის აღჭურვა უკვე დასრულდა. უბნებში გამოკრულია სიები და ამომრჩევლები საკუთარ თავს ამოწმებენ, სიებში ცვლილებების შეტანის პროცესი 15 მაისს დასრულდა.
კრემლში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ რუსმა მაღალჩინოსნებმა ედუარდ კოკოითი და ვადიმ ბროვცევი თითქოს შეარიგეს. ერთ-ერთ თათბირზე კოკოითიმ ბროვცევს ნდობაც კი გამოუცხადა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო საკონდიტრო ყაყაჩოს შემოტანისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ. აკრძალვის მიუხედავად, ცხინვალში ნარკომანთა რაოდენობა არ შემცირებულა.
ლევან ბიგანიშვილი, ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური ოსურმა მხარემ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს გადასცა. სოფელ თვაურების მცხოვრებთა გათავისუფლება ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეთა ვიზიტს დაემთხვა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გაეროს ქალთა ფონდი პროექტით - „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის”. ფონდის მიზანია შეისწავლოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მდგომარეობა საქართველოში.
არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება. ამომრჩევლები კი პარტიების ლიდერებს და კანდიდატებს უსმენენ. ვის დაპირებებს დაუჯერებენ ყველაზე მეტად, ეს 30 მაისის არჩევნებზე გამოჩნდება.
სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ საღამოს შეიარაღებულმა პირებმა სოფელ ყელქცეულის საქონელი, დაახლოებით 60 სული, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს. ორი მწყემსი სოფლის ნახირს მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსავდა.
რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალგორის ლუდის ქარხნის „ალუტონის“, ყოფილი „ლომისის“ ქარხნის ხელმძღვანელი, რუსლან შარიპოვი, 1998 წლიდან რუსი სამართალდამცავების მიერ ქურდობისთვის იძებნება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. კოკოითიმ უკან დაიხია, მაგრამ მიანიშნა, რომ ბროვცევზე შეტევა დაასრულა, თუმცა რუსეთიდან ჩასულ რამდენიმე მინისტრს გაწირავს.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი არჩევნების მონიტორინგში მოქალაქეების ჩართვას ისახავს მიზნად - ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება კონკრეტული დარღვევების შესახებ ისე გაავრცელოს ინფორმაცია, რომ მისი იდენტიფიკაცია არ მოხდეს.
30 მაისს ამომრჩეველი მუნიციპალიტეტის 31 კაციან საკრებულოს აირჩევს. აქედან 21 მაჟორიტარული ოლქიდან, 10 კი პარტიული სიით იქნება არჩეული. არჩევნებში სულ 7 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას. პარტიული სია მხოლოდ 6–მა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა.
ცხინვალიდან დაბრუნებულმა ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩაშლის პირას იყო. ფიქრობდა, რომ შესაძლებლობები ამოწურა. თუმცა ბოლო შეხვედრებისას პროცესი ადგილიდან კვლავ დაიძრა.
9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან კვირას სამი ქართველი გაათავისუფლეს. ჯამლეთ ჯამრიშვილი, ლევან ბიგანიშვილი და გენადი წითლაური სამ თანასოფლელთან ერთად გასული წლის აგვისტოში რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ემზადება, ამისთვის პარლამენტის დეპუტატების ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო...
არაინფორმირებულობა და განცდა იმისა, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, მოსახლეობაში ნიჰილიზმს ამკვიდრებს. პოლიტიკურმა ლიდერებმა აქცენტი თბილისზე აიღეს, რეგიონებში მაცხოვრებლებმა კი დღემდე ვერ გაიგეს - რას და ვის ირჩევენ.
მდივნების უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატებიდან და პაატა დავითაიას მოძრაობიდან ”ჩვენ თვითონ” აირჩიეს. არჩევნებამდე ამ მოძრაობას გორში ოფისი არ ჰქონია. გორში არც ის იციან, ვინ არიან ამ მოძრაობის წევრები.
ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქარელის რაიონის სოფლებს დვანსა და ტახტიძირს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადიდებული მდინარე ფრონე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა და ხიდები დააზიანა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისმა ხაშურის რაიონში წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების ფაქტები გამოავლინა. ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული საბჭოს ხაშურის ორგანიზაციის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ მათ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში არ მიეღოთ მონაწილეობა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 10–ზე მეტი მოხელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დიდი რაოდენობით ფინანსების მითვისებისა და კორუფციის ბრალდებით აღძრა.
კარალეთის, შავშვების, ხურვალეთისა და სკრის დასახლებაში ათეულობით დევნილი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დევნილთა ნაწილს 4 თვეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაგროვილი დავალიანების გამო მათ დენი ახალ წელს ჩაუჭრეს და გადასახადის გადახდა მოსთხოვეს.
ჩამოტვირთე მეტი