გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომელი და ალტერნატიული პრეზიდენტობის კანდიდატი, თეიმურაზ ჯერაპოვი დააკავეს.
ნიქოზის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. სოფელი ცხინვალს ესაზღვრება და მოსახლეობის მიწის ფართობები იმ ადგილებთანაა ახლოს, სადაც ოსურ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 40 დღით ადრე გორში პოლიტიკურ პარტიებს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყიათ. დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში ჯერ არც საარჩევნო ბანერები და არც პლაკატები ჩანს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ბიუჯეტის გარეშეა. კოკოითის მთავრობა შიდა დაპირისპირების გამო ბიუჯეტს ვერ იღებს. საბიუჯეტო წლის პირველი კვარტალი დასრულდა, შესაბამის უწყებებს კი ჯერ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშიც არ წარუდგენიათ.
ცხინვალში დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. დაზარალებულები ხმამაღლა გამოთქვამენ პრეტენზიებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
კოკოითის გუნდის წევრები ხმას ავრცელებენ, რომ ბროვცევის დღეები დათვლილია და მას მალე მოხსნიან. ბროვცევის მოხელეები კი ამბობენ, რომ ისინი პუტინმა გამოაგზავნა და თუ მათ მოხსნიან, რუსეთი ფინანსურ დახმარებასაც შეწყვეტს.
ედუარდ კოკოითი არ მალავს, რომ ნიკარაგუის აღიარება რუსეთის დამსახურებაა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაიტანონ ცხინვალიდან მანაგუამდე ლუდი, რძე და ყველი ისე, რომ გზაში არ გაუფუჭდეთ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და დეივიდ ვილშაიერი სამშაბათს ცხინვალში არ შეუშვეს. სტუმრებს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში შესვლა რუსეთის მხრიდან მოსთხოვეს.
ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქარელის რაიონის სოფლებს დვანს და ტახტიძირს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადიდებული მდინარე ფრონე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა და ხიდები დააზიანა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდინარისთვის კალაპოტის შესაცვლელად ტექნიკა უკვე გამოყო.
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ჩასახლებული დევნილები ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვენ. დევნილების თქმით, ისინი სახელმწიფოს დახმარების გარეშე დავალიანებას ვერ დაფარავენ და საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
ცხინვალის რეაბილიტაციაში ჩართული ზოგიერთი კომპანიის მუშებს ოთხი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, ამიტომ სამშენებლო ობიექტებზე აღარ გადიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის მთელ ცხინვალში შეჩერებულია. აღშფოთებული კოკოითი მშენებლობაზე თვითონ გავიდა და გაფიცულების პრეტენზიები მოისმინა.
ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩოჩიევის თქმით, ჟენევის დისკუსიის ფორმატი ჩიხშია შესული და ოსური მხარე მე-10 რაუნდის ჩაშლასაც ფიქრობდა, მაგრამ რუსული მხარის თხოვნით მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს გორში ჩავიდნენ. ისინი რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ერგნეთში დამწვარი სახლები და ქართული პოლიციის საგუშაგო ნახეს.
ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქართველი ბავშვები ოსურ საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემას ქმნიან და ედუარდ კოკოითის ქართული სკოლების გაუქმების წინადადებით მიმართავს. გაურკვეველია, ვინ უნდა მისცეს ატესტატი წლევანდელ კურსდამთავრებულ ქართველ მოსწავლეებს.
ცხინვალში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი თითქმის ჩაიშალა. სამშენებლო კომპანიები ვადებში ვეღარ ეტევიან, ფული გათავდა, კოკოითის ხელისუფლება კი მათთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფაზე უარს აცხადებს. ამიტომ დაკარგული ფულის საძებნელად კრემლი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში რევიზორს რევიზორზე აგზავნის.
ბოლო პერიოდში ცხინვალში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთიდან ჩასული პოლიტიკოსების კრიტიკა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მეორე კვირაა, ცხინვალში აღარ გამოჩენილა.
მეორე კვირაა ცხინვალში სროლის ხმა არ წყდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტაქტიკური სწავლებები მიმდინარეობს. საცეცხლე მომზადება ცხინვალის სასროლეთზე მიმდინარეობს.
ორი დღის განმავლობაში ექვსი ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა, რომლებიც, სხვადასხვა ბრალდებით, ქართველ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ოსურმა მხარემ გაათავისუფლა მხოლოდ ერთი ქართველი - სოფელ კირბალის მცხოვრები მამუკა სამხარაძე.
ორი დღის განმავლობაში 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა, რომლებიც, სხვადასხვა ბრალდებით, ქართველ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული. როგორც რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილი ნება
შიდა ქართლში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ კონფლიქტის ზონის სოფლებში გარკვეული ფართობები დაუმუშავებელი დარჩება. ერგნეთში, ნიქოზში, დვანში, ზარდიანთკარსა და გუგუტიანთკარში მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მიწის ნაკვეთებში შესვლას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ იქვე რუსი მესაზღვრეები დგანან. გარდა ამისა, ეს ნაკვეთები ომის შემდეგ გაუნაღმავი დარჩა და ადგილობრივ გლეხებს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს.
ჩამოტვირთე მეტი