გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ცხინვალმა ჰამარბერგს მოსთხოვა, რომ 40 ოსი ეროვნების მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში იმუშაოს ქართულ მხარესთან.
ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა გიორგი რომელაშვილმა და ალეკო ცაბაძემ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იარაღის გადატანა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ ჩანთაში ხელყუმბარები სხვებმა ჩადეს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, იგი ედუარდ კოკოითის ხვდება.
ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცხინვალს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
კოკოითს მოზარდების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ცხინვალის არასამთავრობო სექტორიც. მათი აზრით, ოსურ მხარეს საერთაშორისო ხმაური უნდა აეტეხა და მოზარდები დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ცხინვალს გმირი ქალაქის სტატუსი მიანიჭა. აგვისტოს ომის დროს კოკოითიმ ცხინვალი დატოვა.
ოსინფორმმა 20 წლის წინანდელი ფოტოქრონიკა გამოაქვეყნა. ცხინვალელებს საბჭოთა დროშები, ლენინის პორტრეტები და ტრანსფარანტები უჭირავთ: ”ოსეთი იყო, არის და იქნება საბჭოთა”.
საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი განსაკუთრებით დუნეა, როდესაც საქმე რუსეთს ეხება.
ვიდრე ქართული მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, ერგნეთის შეხვედრაში ოსური მხარე მონაწილეობას არ მიიღებს.
ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება თანახმაა პრინციპზე ყველა-ყველაზე. ოფიციალური თბილისი კი უდანაშაულო ტირძნისელ მოზარდებში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს არ ცვლის.
ბოლო ორი დღეა გორის რაიონის, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზში სროლის ხმა ისმის. ორი დღის წინ ცხინვალიდან ძლიერი აფეთქების ხმაც გაისმა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ორივე - ქართულ და ოსურ მხარეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხი დააყენა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შინდისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. USAID-ის მეშვეობით სოფელში სასოფლო-სამეურნეო რისკების შემცირების პროგრამა მიმდინარეობს.
ერთ-ერთი დაკავებულს ვიქტორ ბუჩუკურს სუნთქვის პრობლემა აქვს და პერიოდულად მოიხმარს მედიკამენტებს. დაკავებულის მამიდა საერთაშორისო ორგანიზაციებს ბავშვისთვის მედიკამენტების გადაცემას სთხოვს.
მშობლებმა გიორგი ტუღუშს ბავშვებისთვის მედიკამენტების შეგზავნა სთხოვეს. ვიქტორ ბუჩუკურს და ალეკო ცაბაძეს დაკავებამდეც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა.
გორის მე-6 სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია ჯერ სკოლასთან, შემდეგ კი გორში გაეროს ოფისთან მოაწყვეს. მოზარდების სასამართლოს გამართვის დრო კვლავ დაუდგენელია.
საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი მოზარდები მოინახულეს და მათ მშობლების წერილები გადასცეს.
რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ომის დროს კოკოითიმ იარაღი მოსწავლეებსაც კი დაურიგა. ამდენად, საქართველოდან ცხინვალში „მოზარდი ტერორისტების“ შეშვება ბევრისთვის დამაჯერებელია.
ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის სასამართლო პროცესი დღეს არ გაიმართება. გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ ტირძნისელი მოსწავლეების მიმართ გაეროს ბავშვთა კონვენციის მუხლები დაირღვა.
ტირძნისელი მოსწავლეების დაკავების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ საქაშეთიდან გამოეხმაურა. მან პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.
ჩამოტვირთე მეტი