გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია ოსური შეიარაღებული ფორმირების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ იუწყება. 15 წლის გიორგი არჩვაძე 10 დღეა ცხინვალის ციხეში იმყოფება.
რუსეთის საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი მიხაილ ლეონტიევი ოკუპირებული ცხინვალის ხშირი სტუმარია. მას დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ყოველთვის გულღიად ხვდებოდნენ.
შიდა ქართლში ჩასახლებული დევნილების უმრავლესობა როგორც საკარმიდამო, ისე ხელოსუფლების მიერ გამოყოფილი მიწის ფართობებით სარგებლობს.
ფრონეს ხეობის სოფელ კნოლევის მცხოვრებთა ინფორმაციით, რუსი და ოსი მესაზღვრეები საგუშაგოებს აძლიერებენ და სოფლის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა შემოჰყავთ.
ერთი თვის განმავლობაში გორში ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები, პატიმრობიდან ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაჭიანურება ცხინვალში შეშფოთებას იწვევს.
გაეროს ბავშვთა ფონდმა და შვედეთის მთავრობამ, იძულებით ადგილნაცვალ პირთა კოლექტიურ ცენტრებსა და დასახლებებში ახალი პროექტი დაიწყეს.
გორის რაიონის სოფელ თორტიზის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. შარშან, ეს პატარა სოფელი რუსეთის ავიაციამ დაბომბა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი არტილერისტების სამხედრო წვრთნა ქართველებით დასახლებული სოფლების მახლობლად მიმდინარეობს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეთა არჩევამდე და ოქტომბერში დაკარგული სამი ოსი ახალგაზრდის მოძებნამდე შეხვედრები აღარ გაიმართება.
გორის მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რამდენიმე დღეა, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.
გორში ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიცია განსხვავებული აზრის მქონე პირთა დაშინებას ცდილობს.
ქართულ დროშებიანი სამხედრო ტექნიკის გამოჩენამ ცხინვალის რეგიონში პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსული ტელეკომპანია „РТР“–ის ჯგუფი გასული წლის აგვისტოს ომის შესახებ ცხინვალში ფილმს იღებს.
აგვისტოს ომის დროს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის დაფინანსება რუსეთის მთავრობამ კვლავ შეწყვიტა.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართა, ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ედინსტვომ“ მიიღო და შესაბამისად, სპიკერის პოსტიც ეკუთვნოდა.
გორელებს განსაკუთრებით აინტერესებთ კონტაქტები აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებთან.
სიცხით შეწუხებული ცხინვალელების ნაწილი ყურადღებას არ აქცევს გაფრთხილებას და ბანაობს ტბაში, რომელიც მრავალი წლის მანძილზე არ გაწმენდილა.
მეორე კვირაა, ტელეკომპანია „თრიალეთი“ საინფორმაციო გადაცემის გარეშე მაუწყებლობს - როგორც არხის ხელმძღვანელობა განმარტავს, ფინანსური პრობლემების გამო.
ცხინვალელი ისტორიკოსები, არქეოლოგები და არქიტექტორები რუსეთის სამშენებლო კომპანიების მიმართ პროტესტს გამოთქვამენ.
ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართული სოფლები სარწყავი წყლის გარეშე არიან. სოფელ მეღვრეკისის მინდვრებს გლეხები ტირიფონის არხით რწყავდნენ.
ჩამოტვირთე მეტი