გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სოფელ კირბალში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იქ ჩასულ მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ. სარწყავი და სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი გზები, დაკარგული მიწის ნაკვეთები, ზამთრისთვის შეშით მომარაგება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მაცხოვრებლებს აწუხებთ. კირბალელების თქმით, თუ სოფელს ბუნებრივ აირს არ გაუყვანენ, მაშინ ტყეში რუსეთის მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება გაგრძელდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა მოსახლეობას აღუთქვეს, რომ კონფლიქტის ზონის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლები დღეს სოფელ კირბალში შეიკრიბნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში გუშინ რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.
21 სექტემბერს გორში არასამთავრობო და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს მშვიდობის საერთაშორისო დღე. მათ მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, გვირგვინებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
გორში მშვიდობის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ცხინვალში ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნა სამი დღით ადრე დაიწყეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს აკრძალვა, პირველ რიგში, ფასების ზრდას გამოიწვევდა და ოსურ მოსახლეობას დააზარალებდა.
დიცში რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების მიერ ღობეების მონტაჟი გრძელდება. ღობეებს მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა 4 სახლი, სასაფლაო, მიწის ნაკვეთები და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა. ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. 17 სექტემბერს შელაპარაკება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დიცელი ილია ბერუაშვილი ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქართველოს შ.ს.ს-ს, რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკება დიცში უშედეგოდ დასრულდა. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ სასაფლაოსთან მისასვლელ გზას არ შეღობავენ. შ.ს.ს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე კი აცხადებს, რომ ვითარების ესკალაცია ქართული მხარის ინტერესში არ შედის და ბრძოლის ხაზი ახლა დიპლომატიაზე გადის.
პირველი ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები სოფელში გამოჩნდნენ და ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი განაახლეს.
გორის რაიონის სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, რიგით 37-ე შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული აღმოჩნდა.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და ანდრეი დეშიცა ჩავიდნენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ოსურ მხარესთან მომავალი დისკუსიის დღის წესრიგის შეთანხმება იყო.
ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სოფელ ერგნეთში, მუშაობს საზაფხულო ბანაკი, სადაც ყოველდღიურად დადის და აქტიურად ისვენებს 70 ბავში. წლევანდელი ბანაკი იმითაა გამორჩეული, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში პატარებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ეს ბანაკი არასამთავრობო ორგანიზაცია რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი "ერგნეთის" მიერ მე-4 წელია ეწყობა და მას იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს.
სოფელ ერგნეთში ყოველი დილა ბავშვების ხმაურით, სიმღერითა და მუსიკით იწყება. უკვე 10 დღეა, აქ საზაფხულო სკოლა-ბანაკია მოწყობილი.
მესამე წელია ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალი ტონინო გუერას ნახატების გამოფენით გაიხსნა, მთავარი კი მაინც ის არის, რომ ნიქოზში ჩასულ სტუმრებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფელში ხელოვნების სკოლის ახალი, თანამდეროვე შენობა დახვდათ.
რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე საზოგადოების აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი დე ფაქტო რესპუბლიკაში.
სოფელ დიცის ცენტრში სტუდენტების მშობლები შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან მათი შვილების დაფინანსება მოითხოვეს. მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდებს წინა წლებში დაფინანსების პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდას დაფინანსების შეწყვეტის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. შექმნილია ორმხრივი და სამმხრივი კომისიები, რომლებიც წელიწადში ორჯერ იკრიბებიან, რათა მხარეებმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალონ.
დევნილების აზრით, დროა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ერთ მდგომარეობაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მთლიანად სოციალური დახმარება დაუნიშნოს ან დევნილთა შემწეობა გაზარდოს.
თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში ცხინვალიდან ჩამოსულმა არაერთმა პაციენტმა მიიღო სამედიცინო დახმარება.
ჩამოტვირთე მეტი