მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ფრანსის პრიმერსკის, ფრანგ ფოტოგრაფს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ბოლო ოცი წელია იღებს ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, მალე შესაძლოა საქართველოს დატოვება მოუწიოს.
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსების მეწყრის ჩასახვაცა და გააქტიურებაც „სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან”, - წერია დასკვნაში, რომელიც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა მოამზადა.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ, პეტერ მადიარს უნგრეთში ბევრი არ იცნობდა, ის წარსულში ორბანის პარტია „ფიდესის“ ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო. თუმცა სწორედ მისმა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ დაამარცხა „ფიდესი“ - 16 წლის განმავლობაში უნგრეთის სათავეში მყოფი მმართველი პოლიტიკური ძალა.
„ომი და მშვიდობა, 9 აპრილი, ვარდების რევოლუცია, ოჯახი და უმცირესობები, ქალის როლი, ბირთვული კატასტროფის შიში, პანდემია. 1978 წლიდან 2026 წლამდე, ილია II-ის ეპისტოლეები ეხებოდა ამბებს, რომლებიც იმ მომენტში საქართველოში, ქუჩაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდებოდა.
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემაზე კონტროლის გამკაცრებამ, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე გადაჭრას. განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყოველდღიურად სჭირდება მკურნალობა.
ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე დაწესებულ „ზედა ზღვარს“ ემხრობიან, თუმცა ხელოვნურ დეფიციტსა და მაღალ მარჟებზე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. რა გზით აპირებს სახელმწიფო ბავშვთა კვებისა და წამლების გაიაფებას იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დენი და საწვავი ერთდროულად ძვირდება?
868 სასტუმრო ნომერი, 430-ზე მეტი პარკინგის ადგილი და 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია - „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში დაბრუნდა. პროექტი, რომლის დასრულებაც 2027 წლისთვის იგეგმება, ვიზუალურად შეიცვალა, თუმცა მისი მასშტაბი გაიზარდა.
საქართველოში კანონი ამბობს, რომ ქალს და კაცს მემკვიდრეობის მიღებისას თანაბარი უფლებები აქვთ. ქაღალდზე თითქოს ყველაფერი სამართლიანია, მაგრამ ოჯახში, დახურულ კარს მიღმა, წესები იცვლება.
სოფელ კურსების სტიქიიდან 13 დღე გავიდა და მეწყრით დაზარალებული ხალხმა ჯერ ისევ არ იცის, სად და როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება. ახლა ყველა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურ დასკვნას ელის. შემდეგ ზარალი უნდა ანაზღაურდეს.
2026 წლის 22 მარტს, ილია მეორე ათასობით ადამიანმა გააცილა ბოლო გზაზე. სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რიგი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. პატრიარქის დაკრძალვას სიონის ტაძარში თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. ამ ვიდეომ სწორედ ეს დღე შემოინახა.
ამბავმა იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ილია მეორის დაკრძალვაზე სამგლოვიარო ლიტურგიას ბართლომეოს I - კონსტანტინოპოლის პატრიარქი გაუძღვებოდა, საქართველოს პატრიარქის დაკრძალვას დამატებითი ვნებები შესძინა.
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში 12 მარტს, გამთენიისას დაწყებული მეწყრული პროცესი ისევ აქტიურია. სამი უბნის მოსახლეობა, 45 ოჯახი, სტიქიის ეპიცენტრიდან გაყვანილია და ისინი დროებით ქუთაისის სასტუმროებში არიან გადანაწილებული.
1+4 პროგრამის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება სურდათ, მომავალი გაურკვეველია. უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არჩევანს უზღუდავს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას ურთულებს.
„ვერ გავაიაფებთ“ - ეუბნებიან მცირე და საშუალო მარკეტების წარმომადგენლები პარლამენტის ფასების შემსწავლელ კომისიას, რომელიც პროდუქციის შესაძლო გაიაფების გზებს განიხილავს. "რამე გამოსავალს მაინც ვიპოვით", - იმედს არ კარგავს კომისიის თავმჯდომარე.
31 წლის გალიბ გასანოვი ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარიდან დღეს მილანში მოდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა დიზაინერად მიიჩნევა. ჟურნალი „ვოგი“ მას ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს. თებერვლის ბოლოს მილანის მოდის კვირეული გალიბის პროექტის Institution-ი (ინსტიტუცია) ჩვენებით გაიხსნა.
მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველომ სტამბოლის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს გადახედოს ან ხელშეკრულება გაწყვიტოს? ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ამ საერთაშორისო მექანიზმს საქართველო 2017 წელს შეუერთდა და “ქართული ოცნება” ამას თავის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევდა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში ქუთაისი თავისუფალი, მებრძოლი, წარმატებული, განათლებული ქალების ქალაქი იყო. მაინც რა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს ამ ქალაქს ისეთი, რამაც ამდენ მამაც ქალს სწორედ იქ მოუყარა თავი და ქალთა მძლავრი მოძრაობა გააჩინა?
სასურსათო პროდუქტზე მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიამ დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრები დაასრულა - ახლა რიგში ქსელური მარკეტები არიან.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკვე დაბრუნდა ქვეყანაში, ნაწილი მთავრობის დანიშნულ ჩარტერულ რეისებზეა დარეგისტრირებული. აქ გიყვებით როგორ ახერხებენ ისინი რეგიონის დატოვებას 28 თებერვალს ირანში აშშ-ისრაელის იერიშებისა და საპასუხო დარტყმებით გამოწვეული საჰაერო მიმოსვლის შეფერხებების მიუხედავად.
ჩამოტვირთე მეტი