მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთთვიანი დიდი დღესასწაული იწყება - მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველი მაყურებელი, ამ ეტაპზე, მხოლოდ უცხო ქვეყნების გუნდების ქომაგობას დასჯერდება.
პედაგოგთა პროფკავშირი, რომელიც უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მათ საქმიანობაში ერევა, სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი კი განათლების მინისტრის მიერ რესურს-ცენტრებისთვის მიცემული მითითებაა.
სოზარ სუბარის წერილი, სათაურით - “ ქართული იდეა - თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება” - ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მას მალევე მოჰყვა ლევან გაჩეჩილაძის - გამოხმაურება.
იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, ინდოეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც ინდოეთი, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მაინცდამაინც დადებითად ვერ ხასიათდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 5-წევრიანი ჯგუფი. ჩხრეკისას ერთი ეჭვმიტანილის ეზოში მიწაში დამარხული, დაახლოებით, 1 700 000 ევრო იპოვეს, ხოლო მეორის ბინაში - 50 000 ევრო.
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმებს ჯერ კიდევ ითვლის, მაგრამ უკვე ცნობილია, რა რაოდენობით მოვა ოპოზიცია საკრებულოებში. თბილისის საკრებულოში პროპორციული სიის 25 მანდატიდან 14 მმართველ პარტიას ერგო, დანარჩენი 11 კი - ოპოზიციას.
”არჩევნები შედგა, მაგრამ მას დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია. წინგადადგმული ნაბიჯი მისი სამართლიანად ჩატარების გზაზე გადაიდგა, მაგრამ 2010 წლის არჩევნებს, როგორც ბოლომდე თავისუფალს და გამჭვირვალეს, ვერ შევაფასებთ”.
ექვსთვიანი თანამშრომლობის შემდეგ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა მხოლოდ ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა - ეროვნულმა საბჭომ, ”ალიანსმა”, თორთლაძე დემოკრატებმა, თოფაძე - მრეწველებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ.
მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აღლუმს იბარებდა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, მათმა ახლობლებმა და მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ვაკის პარკში მოიყარა თავი.
ავიაკომპანია "აირზენამ" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა კვლავ განაახლა. 24 მაისს თბილისიდან დომოდედოვის აეროპორტისკენ პირველი რეისი 14:30 წუთზე განხორციელდა. ”აირზენას” თვითმფრინავი თბილისისკენ 18:00 საათზე გამობრუნდა.
მოძრაობამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტისა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 21 მაისი უკანონო პატიმრების სოლიდარობის დღედ გამოაცხადეს.
19-21 მაისის ჩათვლით თბილისში წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელზეც 80 სხვადასხვა გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულთა შეხვედრის ადგილი თბილისის ფილარმონია იყო.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიური ხდება წინასაარჩევნო კამპანია - წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებთან.
14 მაისს თბილისში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილი ორდღიანი რეგიონალური კონფერენცია დასრულდა, რომელშიც 12 ქვეყნის ექსპერტები მონაწილეობდნენ. მისი ძირითადი მიზნები კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა გახლდათ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ ბაქოს შემდეგ 13 მაისს თბილისს ეწვია. დიპლომატმა დახურულ კარს მიღმა გამართა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ჯერჯერობით ნაკლები დარღვევაა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, თუმცა საერთო სურათი არც ისე დამაიმედებელია.
033-ის 908-ე ბრიგადა მორიგ გამოძახებაზე გადის. ეს თბილისში ერთადერთი უფასო სამედიცინო დახმარების სამსახურია - ყოფილი 03-ის მოდერნიზებული ვარიანტი - 650 ექიმით, 75 მანქანით, 15 დისლოკაციის ადგილით. ჩვენ მათ პირველივე გამოძახებულ მისამართზე მივყვებით.
”კორტების ტრაგედიიდან” ოთხი წელი გავიდა. თუმცა, როგორც მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, მკვლელები არათუ არ დასჯილან, ისინი მაღალ თანამდებობებზე აგრძელებენ მოღვაწეობას.
3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. საქართველო ამ დღეს ხვდება ”ნახევრად თავისუფალის” სტატუსით, როგორც ეს ”ფრიდომ ჰაუსის” ბოლო ანგარიშშია აღნიშნული.
გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომლის პრეზენტაციაც 28 აპრილს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო, ასეთი სათაური აქვს: ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” და მიზნად ისახავს არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდას.
ჩამოტვირთე მეტი