მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
აშშ-ის კონგრესის ოთხი ყოფილი წევრი შედის დელეგაციაში, რომელიც 25 იანვარს მთელი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში. ამ შეხვედრების მიზანი, როგორც თავად დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, არის საქართველოს პარლამენტის პროგრამული დახმარება.
თბილისს სტუმრობს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი-რეი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მართავს. სწორედ შვეიცარიაა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელი ქვეყანა.
13 იანვარს ოფიციალურად გამოცხადდა “საბაზე” საკონკურსო წიგნების მიღება. შვიდი სხვადასხვა და ერთიც - განსაკუთრებული ნომინაცია ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის. ამ ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად “საბას” ხუთკაციან ჟიურის მალე ათობით წიგნის წაკითხვა მოუწევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი და ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. პრეზიდენტმა მათი ვინაობა 12 იანვარს, დღის ბოლოს, დაასახელა.
2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2009 წლის 21 აგვისტოს 41 განსასჯელის მიმართ დაწყებული ე.წ. ”მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა” პროცესი. კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს, კობა კობალაძეს და სხვებს ბრალი ედებოდათ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მომზადებაში.
”ეს ქართველებისგან აფხაზებისათვის გაკეთებული უმნიშვნელოვანესი საჩუქარი იქნება” - ასეთ შეფასებას აძლევს ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია იმ ფოტოალბომის გამოშვებას, რომელსაც ”აფხაზეთი - მე-19 საუკუნე” ერქმევა და რომელშიც ამ პერიოდის აფხაზეთის შესახებ 281 ფოტო მოხვდა.
კომპანია "აირზენას" თვითმფრინავი ჩარტერული რეისით თბილისი-მოსკოვი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "დომოდედოვოს" აეროპორტის მიმართულებით 8 იანვარს გაფრინდა. 120 ადგილიან ბოინგში 85 ადგილის ბილეთი გაიყიდა. ბილეთი 170 ევრო ღირდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ ადგილზე განაცხადების შეტანა უკვე დაიწყო. 11 იანვარს პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თვმჯდომარის სამი კანდიდატურა უნდა დაასახელოს. ცვლილებებამდე ლევან თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და ცესკოს მომავალ თავმჯდომარეს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
ახალგორში რუსულ და ოსურ საგუშაგოებზე რუსულ ენაზე გამოკრულია განცხადება, სადაც წერია, რომ 10 იანვრიდან მხოლოდ იმ ქართული პირადობის მოწმობებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, რომელთაც ნოტარიუსით დამოწმებული რუსული ნათარგმნი ეხლება თან.
კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განცხადების მიღება 4 იანვრიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო. კონკურსი კომისიის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. 20 იანვრამდე უნდა გაირკვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის ვინაობაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის მთავრობის პრიორიტეტულ სფეროებად ჯანდაცვა და განათლება დაასახელა. ორივე სფეროში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა სოციალური სფეროს ამ ორ მნიშვნელოვან დარგში და რას უნდა ველოდეთ?
მერე რა, რომ გამყიდველებიც და მყიდველებიც წელსაც სიძვირეზე ჩივიან. ახალი წელია და თბილისში ყველა ბაზართან მისასვლელი გზა გადატვირთულია. წელიწადში ერთხელ ღირს ხელფასის დიდი ნაწილი საახალწლო განწყობის შექმნას მოხმარდეს.
ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოიწონეს. 30 დეკემბერს კი გაეროს გენერალური მდივნის სახელზე დაწერილ მიმართვას „თბილისი მარიოტში“
გასული კვირა თბილისსა და მთელ საქართველოში განსაკუთრებით მძიმედ დაიწყო. ჯერ კიდევ შაბათ დღეს, 19 დეკემბერს, ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქებამ დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, რომელიც ახლა საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია, ბოლო 20 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოების პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, სახელწოდებით ”20 წლის შემდეგ”.
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტს 10 წელი შეუსრულდა. ამ ათი წლის განმავლობაში მათ 50-მდე სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელეს. აფხაზებთან მათი ურთიერთობა დღესაც გრძელდება. რადიო თავისუფლების სტუმარია ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია
როგორი კონტაქტები აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან? როგორ ვითარდება უნივერსიტეტი? რა სიახლეები აქვს მას, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას?
ქართველი მწერლის ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანს, სახელწოდებით ”ადიბასი”, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს, თბილისში უკვე უწოდეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რომანი.
პოლონეთის ქალაქ ლეგნიციდან გასულ მატარებელში 200-მდე უბილეთო მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 22 ქართველი. მგზავრების განცხადებით, ისინი სტრასბურგში ჩასვლას და მძიმე პირობებში ცხოვრების გამო ჩივილს აპირებდნენ. დაკავებულები პოლონეთში დახურულ ბანაკში დააბინავეს.
”პროკურატურის ახალი ხედვა” - ასე ერქვა პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა
ჩამოტვირთე მეტი