მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
3 დაშავებული, 6 დაღუპული. ისევ ტყიბული, ისევ მინდელის შახტი. უბედური შემთხვევა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად, გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცხედრები - ექსპერტიზაზე.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფული, ადვოკატთა ასოციაციის მომსახურება და ყოფილი პოლიტპატიმრების სურვილი იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
დათას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. 2 აპრილს, აუტიზმის მსოფლიო დღეს, დათა და მისი მეგობრები, 41-ე სკოლის მოსწავლეები, მათ შორის აუტიზმის მქონე კიდევ 14 ბავშვი და მათი კლასელები ამ დღის აღსანიშნავად ზოოპარკში ერთად წავიდნენდა კარგადაც გაერთნენ.
90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: „მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო“. ის უკმაყოფილო იყო იმ ხალხის ქცევით და აზრებით, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე იყო გაზრდილი - ის, რასაც ისმენდნენ, და ის, რასაც ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
28 მარტს ერთი წელი გახდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან. უკვე ერთი წელია, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე - ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, ასევე ოთხ არაწევრ და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში.
28 მარტს ერთი წელი გახდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან.
45 წლის მაღაროელი დაიღუპა ჭიათურაში. უბედური შემთხვევა 26 მარტს, დილით მოხდა შუქრუთის მაღაროს გვირაბში, სადაც ლოდები ჩამოიშალა და მაღაროელი ქვეშ მოიყოლა.
ეთნიკურად ქართველთან ღიად ურთიერთობას, ცხადია, ოსები ერიდებიან. საშიშია. თუმცა ანონიმურად თამარ მეარაყიშვილს ბევრი ეხმარება - განსაკუთრებით, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები. სამიოდე თვის წინ სწორედ ცხინვალიდან გააფრთხილეს, რომ მალე პროკურატურა მიაკითხავდა.
პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის უპასუხისმგებლობა და არასათანადოდ შესრულებული საჯარო უფლებამოსილებებია.
12 მარტს, დილით, ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის მეოთხე საამქროს შენობის სახურავიდან 55 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 2018 წელს ის სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი მერვე ადამიანია. მუშები შენობის ძველ სახურავს ცვლიდნენ.
ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ აერთიანებთ ერთი მთავარი იდეა - ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ბრძოლა იმ ბარიერების დასაძლევად, რომლებიც მუსლიმი ქალებისათვის, მათ თემშიც და თემს გარეთაც, დღემდე არსებობს.
ართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, საქართველოს მწერალთა სახლი, მთარგმნელობითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, გერმანელ მთარგმნელებს მასპინძლობს.
მონიკა, ფატიმა, მარია და მირანდა ტრანსგენდერი ქალები არიან. ისინი ლაპარაკობენ ტრანსგენდერ ქალთა უფლებაზე - ერთ მშვენიერ დღეს მათაც ჰყავდეთ შვილი. ტრანსგენდერ ქალთა პრობლემატიკა აარჩია ქალთა მოძრაობამ წლევანდელი 8 მარტის მთავარ თემადაც.
თენდება. თუ თბილი ამინდია, ის ყველა ჭუჭრუტანიდან გამოდის. სახლში არ არსებობს ადგილი, სადაც ის არ იმალებოდეს. დათბება თუ არა, ყველგან დახოხავს. თუ სახლი შიგნიდან ხისაა - მით უმეტეს. ედება ფარდებს, კარადებს, ძვრება ტანსაცმელში. სითბო უყვარს. თუ ტანსაცმელს წინასწარ არ დაბერტყავ, ისე ვერც გააუთოებ - გეშინია, რომ ყველა მხრიდან ამოძვრება. სახლის პირობებში თუ მოაგროვებ და დაწვავ, თორემ სხვა გზა არ არსებობს - ასეთია აზიური ფაროსანა.
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლისა და მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის, ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ მემორიალურ ბინა-მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანება მალე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.
თბილისში პირველად გაიმართა „ამნესტი ინტერნეშნლის“ წლიურ ანგარიშის პრეზენტაცია.
„ნინოს+ლუკა“ ან „აქ იყო მამუკა“ - ასეთი და უფრო მრავალშინაარსიანი წარწერების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამოკაწვრა -როგორც ქართულად, ისე სხვა ენებზე - ისევ გრძელდება.
ჩამოტვირთე მეტი