მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
როდესაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „ჯეოსელთან ერთად“ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეზე“ მუშაობა დაიწყო, მაშინვე გაჩნდა კითხვაც - ხომ არ იქცეოდა „ციფრული ფოტომატიანე“ ერთგვარად ელიტურ ალბომად, რომელშიც მხოლოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანების ფოტოებს მოუყრიდნენ თავს.
რას ვამზადებთ საახალწლო სუფრისთვის? რადიო თავისუფლების მასპინძლები არიან პოეტი და მთარგმნელი, კულინარიის დიდი მოყვარული დიანა ანფიმიადი და მისი მეგობარი და მეზობელი, ასევე პოეტი, ნატო ინგოროყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პოეტ ზვიად რატიანის პროცესი. სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებდა ბრალს.
ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი საქართველოს პარლამენტში დაგეგმილზე თითქმის ორი საათის დაგვიანებით დაიწყო.
ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობამდე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა, სულ ცხრა თვეა დარჩენილი. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და მისი გუნდი კი, ვინც წლების განმავლობაში კურირებდა ამ პროექტს, შესაძლოა, პროექტიდან და სამსახურიდან წავიდეს.
„დაედოს ვეტო კანონპროექტს „მაუწყებლის შესახებ“ - ამ მოთხოვნით შეხვდნენ 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურს დაავალა არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა მწვანე სივრცეების, პარკებისა და სკვერების ხარჯზე.
ხელფასის დაკლება გაუფრთხილებლად დანაკლისის აღმოჩენის, დაგვიანების ან იმ სამუშაოს შეუსრულებლობისათვის, რომელიც დასაქმებულის ფუნქციებში არ შედიოდა, ასევე იმის გამო, რომ თანამშრომელს კეპი არ ეხურა ან შესვენებიდან დაბრუნება 3 წუთით დააგვიანდა; ფსიქოლოგიური ძალადობა 12-საათიანი სამუშაო რეჟიმის პირობებში, უარი კუთვნილ შვებულებაზე სასურველ დროს და ა.შ. -სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი კრიტიკულად აფასებს და სპეციალური გამოკვლევით ეხმიანება.
პირველკლასელი ლილე 22 კილოს იწონის, მისი სკოლის ჩანთა კი 3 კილოა, ოღონდ ეს მაშინ, როცა წიგნების ნაწილი სკოლაში აქვს დატოვებული. თუ ჩანთაში ყველა წიგნს და საჭირო ნივთს ჩააწყობს, მისი წონა 6-7 კილომდე იზრდება ხოლმე. კიდევ უფრო მძიმეა უფროსკლასელების ჩანთები.
კიევში მოვლენები დილიდან, ელვისებური სისწრაფით განვითარდა. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, დაკავების ოპერაციის თაობაზე.
კალა-უბანში, ჩახრუხაძის ქუჩის 17 ნომერში, 1982 წლიდან არსებობს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი. წელს, პოეტის დაბადებიდან ზუსტად 200 წლისთავზე, მისი მთავარი დარბაზი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხმით გაცოცხლდება.
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6 711 შემთხვევაა აღრიცხული.
თბილისში გაიხსნა აბრეშუმის გზის ორდღიანი ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი, მათ შორის, 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობები, და საქართველოში ამ მხრივ არსებული პრობლემები იყო მთავარი თემა კონფერენციისა, რომელიც 24 ნოემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.
როგორ იმოქმედა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობაზე გადასასვლელების გაუქმებამ და რა არის იმის მიზეზი, რომ კონფლიქტის ზონაში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, რომ მათ შეზღუდული აქვთ ჯანდაცვის, განათლების, გადაადგილების, ვაჭრობის, ნათესავების მონახულების უფლებები?
15 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ, განახლებული შემადგენლობით, პირველი სხდომა გამართა და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა კანონპროექტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, დედაქალაქის ახალმა მერმა კი თბილისის მერიაში რაიონების ახალი გამგებლები წარადგინა. ფრაქციებისა და კომისიების ფორმირების პროცესი გრძელდებოდა ახალი მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომაზეც.
ჩამოტვირთე მეტი