მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
რამდენიმე დღის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოჩნდა ახალი მომსახურების აღმნიშვნელი ბანერი, სახელწოდებით ვიდეოზარი, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლისთვისაა განკუთვნილი და გულისხმობს ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტების ენაზე, ინფორმაციის მიღებას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 10 სექტემბერს, თავისი მომხრეების დახმარებით, გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და უკრაინაში შევიდა, ამ დრომდე ლვოვში რჩება და უკრაინის სახელმწიფოსგან „დამატებით დაცვას“ მოითხოვს.
ვინც ამ ზაფხულს რაჭაში დაისვენა ან რამდენიმე დღით მაინც ეწვია იქაურობას, ხალხის ნაკლებობას ნამდვილად ვერ იგრძნობდა, ვერც თავად ამბროლაურსა და ონში და ვერც სოფლებში.
ერთი ამერიკული დოლარი – 2.4802 ლარი. ასეთი იყო 7 სექტემბერს ოფიციალური კურსი, რომელიც დღის ბოლოს შეიცვალა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4630 ლარი გახდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 10 პუნქტით დაეცა – ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.
6 სექტემბერს, ქუთაისში, მე-9 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა და პირველივე განცხადებები, როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო.
5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ცნობილი ქართველი მთარგმნელის, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ მკითხველების კონკურსია – ის წელს საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად იმართება რაჭაში, კერძოდ კი, ამბროლაურის რაიონში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო და, სასჯელის სახით, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გურამ მურადოვი ფოტოგრაფია, თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც მის ძირითად საქმიანობას კიდევ ერთი დაემატა და ცემენტისგან სანათების, საათების, საყვავილეებისა და სხვა დეკორატიული ნივთების კეთება დაიწყო.
ხურჩისა და ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსმა მესაზღვრეებმა ახალი მავთულხლართები გააბეს, რომლის მიღმა ადგილობრივი მცხოვრებლების საყანე ტერიტორია - დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწა - მოექცა.
18 წლის ზაურ გამყრელიძე რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა.
აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 9 წლის თავზე, 2017 წლის 8 აგვისტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღონისძიებები, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
გასულ კვირაში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტი, მაიკ პენსი, და მისი მეუღლე, კარენ პენსი, სტუმრობდნენ. ამავე კვირაში დაიწყო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“.
მომავალი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოთხმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალამ გაერთიანება გადაწყვიტა - ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”
ძველი ჩემოდნების განახლება დეკუპაჟის ტექნიკით პოეტისა და საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის ახალი ჰობია. მის ხელში მივიწყებული და, ვინ იცის, როგორი თავგადასავლის მქონე ჩემოდნები ახალ სიცოცხლეს იწყებენ.
1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და მისი მეუღლის, კარენ პენსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მისი ინტერესის სფეროში მოექცა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“.
1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა, და მისი მეუღლის, კარენ პენსის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა.
დიდი ხანი არ არის, რაც თბილისელი წყვილი - ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე მარტვილში გადასახლდნენ. პროფესიით გეოგრაფი ზაზა დღეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და, პარალელურად, მეგრული ჯიშის ოჯალეშისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.
2015 წელს ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე თბილისიდან მარტვილში გადასახლდნენ. პროფესიით გეოგრაფი ზაზა დღეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და, პარალელურად, მეგრული ჯიშის ოჯალეშისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დღეს არსებული სახით შევა, ეს ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამიტომაც პარლამენტს ამ კანონებზე ვეტოს დადების შემდგომ მოტივირებულ შენიშვნებს სთავაზობს.
ჩამოტვირთე მეტი