მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში გამოჩნდნენ მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორები. ეს ის ხალხია, ვინც უსინათლოებსა და მცირემხედველებს სივრცეში ორიენტირებაში ეხმარება, ასწავლის დამოუკიდებლად გადაადგილებას.
საქართველოს შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ, მიუხედავად ოკუპირებული რეგიონების არსებობისა და მკაცრი რელიეფის, რომელიც საზღვრების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს, საქართველოში გაუმჯობესებულია საზღვრის უსაფრთხოება.
ქალები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ქუჩაში - უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. აქციას „ქალთა სოლიდარობის მარში“ დაარქვეს და თქვეს, რომ მათ „ვერ გააჩუმებს მუქარა და სიძულვილი, რომ ისინი არ მოითმენენ ჩაგვრასა და ძალადობას“.
14 ივლისს მოსამართლე რომან ხორავამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს.
29 ივნისს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდება ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის, გამოფენა, რომელიც მისი დაბადებიდან 115 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სახალხო დამცველის ოფისი ყურადღებით აკვირდება დემირელის კოლეჯის მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმეს, ასევე სწავლობს საქართველოში მცხოვრები და ჩამოსული უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას.
შვიდთვიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა 2016 წელს არჩეულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ.
4 ივლისს დილიდან ხმაური იყო “ელიავას ბაზრობაზე”, სადაც სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ.
2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ე.წ. 100-ქულიან სისტემასაც აწესებს. მძღოლების ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება მათ კუთვნილ მართვის მოწმობებზე 100 ქულის დარიცხვის შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დაზუსტდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შემთხვევები და განისაზღვრა პასუხისმგებლობა.
დემირელის კერძო კოლეჯისა და მისი პარტნიორი ხუთი სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს უარი თქვას თურქეთისათვის დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ექსტრადიციაზე.
აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდა. ლეილა აფასებს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა ობიექტური პოზიცია დაიკავა“ და მას ამისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, თუმცა მხოლოდ უმრავლესობის მონაწილეობით. ახალ კანონს ბოიკოტს უცხადებს როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი.
თბილისიდან 29 მაისს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
საარჩევნო სისტემის ცვლილება მაჟორიტარულიდან პროპორციულისკენ, პრეზიდენტის არჩევის წესი, მოსამართლეების წინასწარი სამწლიანი ვადის გაუქმების საკითხი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.
თამარა ნადირაძე, აღათო გვარამაძე, თეკლე მჭედლური, საქინათა გასანოვი - ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია. ის ქალები, რომელთა ზეპირი ისტორიები ფონდმა „ტასომ“ ერთ წიგნში გააერთიანა და „ქალი საბჭოთა სოფელში” დაარქვა, გაცილებით მეტნი არიან.
უკვე ორ კვირაზე მეტია, ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფება 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ამჟამად თბილისში მცხოვრებმა კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა, დაშგინ აღარარლიმ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და დევნიან.
6 ივნისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი პირდაპირ პარლამენტში.
თბილისში გრძელდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. 27 მაისს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ მთელი დღის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომები.
ჩამოტვირთე მეტი