მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო ტრავმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 700-მდე ადამიანი დაშავდა.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში, დღის წესრიგში, ფაქტობრივად, არ დამდგარა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
20 აპრილს „მწერალთა სახლში“ გაიმართა ახალი ლიტერატურული პრემიის, „ლიტერას“, დაჯილდოების ცერემონია. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნდა და რომელსაც „მწერალთა სახლი“ ატარებს.
თსუ-ს სტუდენტები ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისგან იმ ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ, რომელსაც მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრები განიცდიან.
გამოქვეყნდა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს ხალხის განწყობას ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის, საგარეო კურსისა თუ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით.
უკვე თვეზე მეტია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სათემო რადიო „Way” მუშაობს და მალე ინტერნეტმაუწყებლობიდან FM სიხშირეზე გადაინაცვლებს.
როგორც NDI-ს გამოკვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობას, 61%-ს, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
11 აპრილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის უახლესი შედეგები გამოაქვეყნა. სულ, საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 3 900 ადამიანი.
გაფიცვის გადავადების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიამ შესაბამისი სარჩელით მიმართა.
გაფრთხილების საფუძველი გახდა ბოლო ხანებში გახშირებული რეკლამები, რომლითაც სხვადასხვა იურიდიული პირი ცდილობს მოქალაქეების მიზიდვას მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირებით.
„მწერალთა სახლმა“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა რადიო თავისუფლების "დღიურების" ამჯერად მეათე - საიუბილეო - წიგნის პრეზენტაციას. ტრადიციულად, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
26 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა და ქვეითად მოსიარულეებმა გამართეს აქცია, სახელწოდებით „ტროტუარი ჩვენია“.
საქართველო, წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა, ამბობს 2016 წლის გამოკვლევა, რომელიც ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯონ მილერმა და მისმა გუნდმა ჩაატარა.
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სწავლას და მუშაობას ერთდროულად შეძლებენ - ასეთია მთავარი იდეა პროფესიული განათლების რეფორმისა.
ნადია სავჩენკო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოში იმყოფება ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი, რომელიც შეხვედრებს მართავს ხელისუფლების პირველ პირებსა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას ახლა კენჭი პარლამენტის სესიაზე უნდა უყარონ.
გასულ კვირაში თბილისს სტუმრობდა ორი ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალი - ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი. ამ ორი ავტორის წიგნები ბესტსელერებია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ჩამოტვირთე მეტი