მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. ეს დევნილობაში მყოფი რიგით მეექვსე ახალი მთავრობაა.
ჟურნალისტები ამ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობის აზრით კი, დახურული გადაცემები მიკერძოებული იყო.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩერნოგორიის პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩი.
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობამ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვახტანგ ყოლბაია დაამტკიცა.
შსს-ს გადაწყვეტილებით, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირები მკაცრად დაისჯებიან. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებათა კანონპროექტი მალე განსახილველად პარლამენტში შევა.
აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი, 36 წლის დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს.
6 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
5 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ გამართა პრეზენტაცია პროექტისა „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად და საქართველოს სამ ქალაქს მოიცავს - მარნეულს, კასპს და გორს.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სექტემბრიდან უფილტრო სიგარეტის ფასი საქართველოში დაახლოებით 5 თეთრით, ფილტრიანის კი 20 თეთრით გაიზრდება. სიგარეტის გაძვირება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდას უკავშირდება.
გასულ კვირაში საქართველოს მედიის ყურადღება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაძაბული ვითარებისა და სირიაში განვითარებული მოვლენებისაკენ იყო მიმართული.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პოსტს ვლადიმერ პაპავა დაიკავებს.
16 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდმეწარმეების 2012 წლის შესამოვლების შესახებ ინფორმაციის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღმოჩენილი 1400-ზე მეტი პირის წლიური ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ მინიმუმს, რაც წესით უნდა ჰქონდეს სოცილურად დაუცველ ადამიანებს. მათი წლიური ბრუნვა 50 ათასიდან მილიონ ლარამდე მერყეობს. როგორ აღმოჩნდნენ ეს პირები სოციალურად დაუცველთა ბაზაში და რატომ ვერ ხვდებიან ამ ბაზაში ის ადამიანები და ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ?
თბილისის საკრებულოს ინიციატივით, თბილისის უბნებსა და მოედნებს სახელწოდებები შეეცვლება. საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქმევა.
21 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საჯარო უწყებებში საკადრო პოლიტიკის შესახებ მთავრობის თითქმის ყველა პირველი პირი უარყოფითად გამოეხმაურა და ორგანიზაციას ფაქტების გადამოწმებისაკენ მოუწოდა.
9 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ გარემოსდამცველთა ნაწილს კვლავაც არ აქვს პასუხი ხელისუფლებისგან - რატომ ეწირება მწვანე საფარი კონკრეტული ბიზნესმენების კერძო ინტერესებს.
პირველ აგვისტოს შეწყდა ლიტერატურული კონკურსის, „ხვარამზე 2013“-ის მონაწილეთა საკონკურსო ნაწარმოებების მიღება. 15 სექტემბერს თიანეთის სოფელ არტანში „ხვარამზეს“ გრან-პრის მფლობელი და საუკეთესო ლექსების ავტორები გამოვლინდებიან.
2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლისთავზე, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან ისევ გაისმა საქართველოს ჰიმნი.
ჩამოტვირთე მეტი