რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე მიმდინარე “ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის” მშენებლობა 2 კვირით შეჩერდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებმა დღეს, 16 აგვისტოს, მარტვილის მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიგეს, მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, მათე მაყაშვილისგან.
ჩხოროწყუში გამოძიება გრძელდება იმ მიზეზების დასადგენად, რომლის გამოც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და ამ მომენტში ხიდზე მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. ავარია 27 ივლისს მოხდა.
სახელმწიფო, სამეგრელოში სოფელ ბალდაში უნიკალური კანიონის განკარგვის უფლებას კერძო კომპანიას აძლევს და ამას ეკოტურიზმის აყვავებითა და ”დაცლის პირას მისული სოფლების” ასე გადარჩენით ასაბუთებს. ადგილობრივ ახალგაზრდობას ეს გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნია და ცდილობს მის განხორციელებას ხელი შეუშალოს.
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 47 წლის მამას და 28 წლის მეზობელს ბრალს სავარაუდოდ 10 მაისს წარუდგენენ. საქმის განხილვას ზუგდიდის რაიონული სასამართლო დაიწყებს.
ერთთვიანი წყვეტის შემდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 8 მაისს განახლდა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის განხილვა.
ზუგდიდის სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუასთვის დანაშაულის დასამტკიცებლად საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება ხმის ექსპერტიზაა. სასამართლოში დღეს დაკითხეს დავით გრატიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის განხილვა დღეს, 31 მარტს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დაიკითხა 5 მოწმე, მათ შორის სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გრძელდება "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა. 30 მარტის სხდომაზე სასამართლომ დაზარალებული მალხაზ აბურჯანია დაკითხა. ის შენობაში თავდამსხმელის შეჭრისას კიდევ 6 პირთან ერთად ბანკის სამზარეულოში დაიმალა და 7 საათზე მეტი გაატარა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე ირაკლი კვარაცხელია დაკითხეს. ის იყო ერთ-ერთი მძევალი, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეჭრის შემდეგ აიყვანა.
ზუგდიდის სასამართლოში დღეს "საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა დაკითხეს.
7 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა განაგრძო.
1 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმეზე 4 დაზარალებული გამოჰკითხა. ისინი, ვინც 2020 წლის 21 ოქტომბერს თავდასხმისას "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდნენ და შეიარაღებულმა პირმა მძევლებად აიყვანა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ესებუას სუნის, ხმის და ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩაუტარდება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის საქმეზე აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს პირველი სხდომა 19 იანვარს დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ჩამოტვირთე მეტი