რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
ვაშნარი უძველესი ნაქალაქარია გურიაში, ოზურგეთის რაიონში, ზღვიდან 9-12 კილომეტრში. არქეოლოგები უკვე ათეული წლებია ამ ძეგლზე მუშაობენ - ჩვ.წ.-ით მესამიდან მერვე საუკუნემდე არტეფაქტები აქვთ ნაპოვნი. წელს გათხრებმა ნაქალაქარის გალავანი და კიდევ ერთი კოშკი გამოაჩინა.
1992-1993 წლები - აფხაზეთში ომია, არა მხოლოდ მიწაზე, არამედ ზღვაზეც და ცაშიც. ესვრიან სამოქალაქო თვითმფრინავებსაც. მათ მოჰყავთ დაჭრილები, ლტოლვილები, სამხედროები, მოაქვთ ცხედრები.
ბაობაბი - დიდი, უცნაური და ლამაზი აფრიკული ხე, რომელიც ბევრს მხოლოდ ტელევიზორში თუ უნახავს. საქართველოში ეს ხე არ არის, თუმცა ის მაინც აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როდესაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხეების შეგროვება დაიწყო და აფრიკიდან ბაობაბების ჩამოტანა სცადა.
ამ ცოტა ხნის წინ ცოცხალი ორგანიზმების მილიონობით სახეობას კიდევ ერთი შეემატა, პატარა ველური კატა, მეტსახელად "ტიგრინო". რამდენად ხშირად ან იშვიათად პოულობენ დღეს მეცნიერები ახალ სახეობებს და სად? რადიო თავისუფლება ზოოპარკის დირექტორს, ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.
15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება. ექსპერტების ნაწილი განსაკუთრებით ისტორიის მეათე კლასის წიგნს აკრიტიკებს, იმის გამო, რომ იქ არაფერია ნათქვამი პირველ რესპუბლიკაზე და იმ უარყოფით მოვლენებზე, რომლებიც რუსეთთან „გეორგიევსკის“ ტრაქტატის დადებას მოჰყვა.
კრწანისის ომში დაღუპული სამასი არაგველის შესახებ რამდენიმე ისტორიული ცნობა და უამრავი ლეგენდაა შემონახული. ვინ იყვნენ ისინი და საიდან?
ყალბი ექიმები, ყალბი „ცნობილები“, ყალბი მღვდლებიც კი - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ვიდეოებმა ბევრს გაუჩინა თავსატეხი. ბევრი, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ვერ არჩევს, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ტყუილი.
3 სექტემბერს დაკრძალეს მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც სტუდენტების თითქმის ყველა თაობა ჰყავს წაყვანილი მთაში ალპინიადაზე.
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. 1973 წლიდან დღემდე საქართველოში 1017 ადამიანი ითვლება დაკარგულად.
ხალხის უწყვეტი გადასახლება - ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც ყველა რესპუბლიკას შეეხო. აფხაზეთში ხშირად ამბობენ, რომ ასე შეიცვალა იქ დემოგრაფიული სურათი ქართველების სასარგებლოდ. თუმცა მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საარქივო მასალებზე დაყრდნობით სხვა რამეს ჰყვება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი) 29 481 აბიტურიენტმა ჩააბარა. სულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 43 ათასზე მეტი.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის დანგრევაც დაიწყეს. მეპატრონე კომპანია აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მის ადგილას სასტუმრო აშენდება, ძველი იერსახით.
დღეს თბილისის მთავარი ქუჩა რუსთაველია, მაგრამ უფრო ადრე ქალაქის ცენტრი შედარებით დაბლა იყო, ზედ მტკვრის პირას. თბილისიც, როგორც ბევრი სხვა ქალაქი, მდინარის პირას გააშენეს.
1992 წლის 14 აგვისტო, გაგანია ზაფხული, თბილი ზღვა და აფხაზეთის ლურჯი ცა, დამსვენებლები პლაჟზე და ყოველდღიური რუტინა სახლებში. ხალხი დაძაბული კი არის, მაგრამ ომს მაინც არავინ ელოდება.
ცოტა არ იყოს მოულოდნელია, როდესაც ამერიკული პოპულარული სერიალის „კარგი ექიმის“ მეექვსე სეზონის 21-ე სერიაში ერთი პერსონაჟი მეორეს ქართულ რესტორანში ხაჭაპურზე პატიჟებს, თან უხსნის, დავგუგლე და ყველიანი პური ყოფილაო.
რამდენიმე დღის წინ ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიიდან „გაიპარა“ და კაცობრიობამ კიდევ ერთხელ ჰკითხა საკუთარ თავს, ხომ არ იქცა ხელოვნური ინტელექტი მონსტრად, რომელსაც ვეღარ დაიმორჩილებს?
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ზაალ ლატარიასთვის გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე უარი მის უკრაინაში ბრძოლასა და პოლიტიკას არ უკავშირდება.
სოფელ დოღურაშთან აღმოჩენილი 3000 წლის წინანდელი მეტალურგიული სახელოსნო საქართველოში ყველაზე მასშტაბურია, აქამდე აღმოჩენილებს შორის.
საქართველოს მთელი თაობა ჰყავს, რომელიც საშინაო დავალებას სანთლის შუქზე წერდა. ზოგ სოფელში ისეთი ბავშვებიც იყვნენ, ჩართული ტელევიზორი წლები რომ არ ენახათ და როცა ნახეს, დიქტორი სტუმარი ეგონათ.
თელავის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რუსულენოვანი ინტერნეტი განიხილავს, ეს რუსოფობია იყო თუ ყოფითი კონფლიქტი?
ჩამოტვირთე მეტი