ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ქართველი ბავშვების „ინგლისურენოვან თაობად“ ჩამოყალიბების პერსპექტივას უარყოფითად აფასებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ღვინჯილია. ჩვენ ფილოლოგს ვკითხეთ, კერძოდ რა იწვევს მის შეშფოთებას.
დღევანდელი პროგრამის თემაა 1992 წლის 14 აგვისტო, საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილების აფხაზეთში შესვლა და სოხუმის აღება, რასაც მაშინ მოქმედ პოლიტიკოსთა ნაწილი დღემდე გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის. განსხვავებულად ფიქრობს პროფესორი ნოდარ ნათაძე.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მისი პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა მას, სოფელ ხურვალეთში დევნილებს შეხვედროდა.
10 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. ავარიის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „კურსკი“ საკუთარი ტორპედოების აფეთქებამ ჩაძირა.
ორი ძვირად ღირებული ომი ერაყსა და ავღანეთში და მთავრობის მზარდი ვალები - ეს არის ორი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს სამხედრო ხარჯების შემცირება.
გორის ციხის შორიახლოს, სადაც 8 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო, ორი წლის წინ პირველად გაისმა საავიაციო ბომბის აფეთქების ხმა. ჩემი საათი მაშინ 9:30 აჩვენებდა. კარგად მახსოვს, რადიო თავისუფლების დილის პროგრამისათვის სატელეფონო ჩართვა უნდა მომესწრო...
ორ კვირაზე მეტი გავიდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცხადებული დადგენილებიდან, რომლის თანახმადაც, კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ახალმა მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საბრძოლო მოქმედების წარმოების დირექტივა წარმოადგინა.
თითქმის ერთი კვირაა ვუზივარ კომპიუტერს და ვცდილობ, რაღაც დავწერო რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე. ვათვალიერებ პირად არქივს, ვუსმენ აუდიოჩანაწერებს...
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სექტემბრამდე გადადო ამერიკელი დიპლომატის მეთიუ ბრაიზას დამტკიცება შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანში.
სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ინტენსიური ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულად აღიარების პროცესი, მით უფრო მცირდება მათი დამოუკიდებლობის აღიარების ალბათობა.
ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის პოსტი დატოვა და თავისი მემკვიდრის ვინაობა დაასახელა. 46 წლის უმაროვი ტერორისტთა სიაში რუსეთმაც შეიყვანა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
სააკაშვილმა არმიას ორი ამოცანა დაუსახა - ტოტალურ თავდაცვაზე გადასვლა და მომზადება იმისათვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში.
რადიო-ჟურნალ მე-10 სტუდიაში ვისაუბრებთ გლდანში არსებულ ნაგავსაყრელზე, რაც თბილისის ყველაზე ხალხმრავალი რაიონის მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს; მოგითხრობთ ერთ-ერთ ფოტოგამოფენაზე, სახელწოდებით „ომის აპოთეოზი“; ვიმოგზაურებთ ტაო-კლარჯეთში და გაგაცნობთ თურქეთში, მასისის ხეობაში მცხოვრები გურჯების ფიქრებსა და ოცნებებს საქართველოსთან მიმართებით.
მედიამ გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოსებს შეუერთდნენ „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა და ოსი აქტივისტი გიორგი ხეთაგური.
ქართველმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც თებერვლიდან შვეიცარიაში, დევნილთა ბანაკში, ცხოვრობს, 26 ივლისს შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად მიიღო.
26 ივლისს, ზაფხულის ბოლო შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კოსოვოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წერიგში შეტანილია ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინის, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკითხები.
ელინა ლანგეს, ლატვიის მოქალაქეს, გასულ კვირაში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენი გადაეცა. ამ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება ქართული სახელმწიფო ჯილდოებითა და ორდენებით არაერთ უცხოელ მოღვაწეს აჯილდოებს.
რამდენად ადეკვატური განჩინება გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების მიმართ, რამდენად იქონიებს გავლენას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემდგომ აღიარებაზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება...
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი 21 ივლისს საფორტიფიკაციო ნაგებობებით მოფენილ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდნენ, რომელიც სამხრეთ კორეას კომუნისტური ჩრდილოეთ კორეისაგან ყოფს.
ჩამოტვირთე მეტი