ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
იანვრის დასაწყისში კვლავ აქტიური მსჯელობის საგანი გახდა საქართველოსა და თვითაღიარებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის ე.წ. “თავდაუსხმელობის პაქტის” გაფორმება, რომლის პედალირებასაც რუსეთის ფედერაცია ჟენევის შეხვედრაზე შეეცდება.
ჩინეთი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, 2009 წლის ბოლოს, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაიწყო, რაც 2010 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. პროგნოზების თანახმად, ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება.
საქართველოში ბევრი საზოგადოებრივი გაერთიანება და პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა უკრაინული გამოცემა “კომერსანტის” მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს. უკრაინული გამოცემის მტკიცებით, გივი თარგამაძე და ვანო მერაბიშვილი დონეცკში ხალხის გაგზავნაზე საუბრობენ.
17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკრაინაში ტვიტერის – გლობალური სოციალური ქსელის – ერთგვარი პრეზენტაცია მოხდა. საარჩევნო კომისიის ზოგიერთმა წევრმა და ჟურნალისტებმა ტვიტერი გამოიყენეს, როგორც ინფორმაციის წყარო, საარჩევნო მონაცემების გასავრცელებლად.
ძარცვა და ძალადობა გრძელდება ჰაიტიზე, სადაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 10 ათასკაციანი საერთაშორისო სამხედრო ძალა ჩავიდა. აშშ-ის, გაეროსა და ევროკავშირის მიერ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოყოფილი
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა განათლების კუთხით რამდენიმე ახალი ინიციატივა წამოაყენა. მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის შემოღებას. თუმცა ეს ინიციატივა არ ყოფილა მოულოდნელი
უკრაინის მომავალი, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს ინდუსტრიულ რუსულენოვან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონზე. იქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს პრომოსკოველ კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც 17 იანვრის არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია.
ჩეჩნეთის ტელევიზიას სრულიად ახალი სახე ჰყავს: ეს არის კრისტალ კალაჰანი, კანადელი მოდელი ქალი, რომელმაც პოდიუმზე დგომას ტელეწამყვანის კარიერა არჩია. თანაც ომით განადგურებულ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.
კომპანია Google-მა განაცხადა, რომ შემდგომში აღარ დაუშვებს ცენზურას თავის საძიებო სისტემაში და იმუქრება, რომ დატოვებს ჩინეთის ბაზარს. Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ოსტატურად განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება.
შესწევს თუ არა ევროატლანტიკურ ალიანსს ძალა, დაიცვას ნატოს ახალი წევრები - ყოფილი საბჭოთა ბანაკის სატელიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები? მედლინ ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ალიანსის მე-5 მუხლიც და რუსეთთან ურთიერთობის ხელახლა გადატვირთვაც.
ირანელმა პარლამენტარებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც თეირანის ყოფილი პროკურორი, სულ მცირე, სამი პატიმრის სიკვდილშია დადანაშაულებული. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტებზე
პრეზიდენტი ამაოდ იმშვიდებს თავს, რომ რეორგანიზაცია სამხედრო უწყებაში უმტკივნეულოდ დასრულდა. ოფიცრებმა, რომლებსაც ჩამოართვეს თავდაცვის სამინისტროს საშვები, გაუთიშეს კორპორატიული მობილურის ნომრები და “გაიყვანეს კადრების განკარგულებაში” უკვე მიმართეს იურისტებს.
"თუ ჩვენ, როგორც ერი, პოზიტიურად არ ვუპასუხებთ შეკითხვას, გვსურს თუ არა ნატოს წევრობა,მაშინ ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ჩვენ დავკარგავთ დემოკრატიას.”
გაეროს მისიის ხელმძღვანელმა თავისი ბოლო მოხსენება გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. დიპლომატის შეფასება არ არის ოპტიმისტური, მაგრამ მისი ვარაუდით, მიდგომის გარკვეული თვალსაზრისით შეცვლის შემთხვევაში, ავღანეთში სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელია.
მსოფლიო ბანკის გამოკვლევამ - “ბიზნესის კეთება 2010” - საქართველოს მეთერთმეტე ადგილი არგუნა შვეციის, შვეიცარიისა და იაპონიის გვერდით. ექსპერტები შენიშნავენ: ბიზნესის დაწყება საქართველოში, მართლაც, გამარტივდა, თუმცა ასევე ძალიან იოლია მისი დაკარგვაო.
როგორ იქცნენ საქართველოსათვის ნაბრძოლი ოფიცრები და ჯარისკაცები მეამბოხეებად და რამ მიიყვანა ისინი დაუმორჩილებლობამდე? საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებისა და ქართული მედიის დიდ ნაწილს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აინტერესებს.
ინტერნეტგამოცემა “პრესა.გე”-ს ზუგდიდელი კორესპონდენტი აპირებს, უჩივლოს ზუგდიდის გამგებელსა და პრეზიდენტის დაცვას.
ავღანეთში 30 დეკემბერს მომხდარ ორ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბანის მოძრაობამ აიღო. თავდაპირველად ტერორისტი სამხედრო ბაზაში შეიჭრა და ამერიკის რვა მოქალაქე მოკლა. ტერორისტული თავდასხმის შედეგად კი ოთხი სამხედრო პირი და ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.
ქრისტეშობის დღეებში ამერიკის სამგზავრო ლაინერის აფეთქების განზრახვას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა “უსაფრთხოების კატასტროფული ნაპრალი” უწოდა და პირობა დადო, რომ ყველაფერი ამომწურავად იქნება გამოძიებული.
პარასკევს იწურება ირანისათვის მიცემულ საბოლოო ვადა, უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სანქციები. მაგრამ ირანმა არათუ უარყო საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული წინადადება, არამედ, როგორც ირკვევა
ჩამოტვირთე მეტი