ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
18 დეკემბერს პრაღაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია,სადაც კრემლის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის შედეგად რუსეთის მეზობლად შექმნილ უსაფრთხოების შეცვლილ გარემოზე იყო საუბარი.
18 დეკემბერს, სავარაუდოდ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, წარსულში პროფესიონალი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი. ზუსტად იმ დღეს პრაღაში გაიმართა ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებასა და ევროპის უსაფრთხოებას მიეძღვნა.
საქართველოს არმიაში ჯერ კიდევ მოუგვარებელია ხარისხიანი კვებისა და სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები.
აშშ-მა და ნატომ 8 დეკემბერს ოფიციალური ცერემონიით აღნიშნეს 13- წლიანი საერთაშორისო საბრძოლო ოპერაციის დასრულება ავღანეთში. მომავალი წლის პირველი იანვრიდან კი ესტაფეტას ჩაიბარებს „ურყევი მხარდაჭერის“ მრავალეროვნული საწვრთნელ-სარეკონსტრუქციო მისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ასევე საქართველოს სამშვიდობო ქვედანაყოფი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი თურქეთში ჩავიდა.
ჩეხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა აფხაზეთის კულტურის დღეებს, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება და შეხვედრა გაიმართა - მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, სადაც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ჩეხ პოლიტიკოსებს მიაწოდეს ინფორმაცია მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ.
მოლდავეთის პროევროპული პარტიები, რომლებმაც 30 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ჯამში, ხმათა 45.2 პროცენტი მიიღეს, მძლავრი კოალიციის შექმნას ცდილობენ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი მტკიცე და პრინციპული უნდა იყოს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიმართ და ბოლომდე უნდა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოში გადაიარა საპროტესტო ტალღამ და პირველმა ემოციურმა შეფასებებმა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ მოჰყვა.
სოხუმელმა ჟურნალისტმა ვიტალი შარიამ ამას წინათ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ შექმნილი ვითარება აფხაზეთში „ნაქეიფარზე გამოსვლას“ შეადარა.
მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პაატა ზაქარეიშვილი.
ვენაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. 5+1 ჯგუფს, რომელშიც აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთია გაერთიანებული, სურს დაითანხმოს ირანი, ეკონომიკური სანქციების შერბილების დაპირებით, არ შექმნას ბირთვული იარაღი.
ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევისათვის საბრძოლო საშუალებების მიწოდების იდეა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს კონგრესში.
„ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ: იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესში უკვე ჩავრთავთ საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 18 ნოემბერს, გორში თანაპარტიელებთან და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
17 ნოემბერს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს შენობაში ფუნქციონირებს. „ეს არის მხდალების შურისძიება ვაჟკაცზე“, - ასე ფიქრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე.
ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს ე.წ. კაბელების საქმეზე და საქართველოს მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობით ემუქრება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაძლიერების შესახებ.
უკრაინის თაობაზე 26-ედ გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა კვლავ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
დღევანდელი მთავრობა ვერ უმკლავდება საფრთხეებს - აცხადებენ საქართველოს ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც 15 ნოემბერს ანექსიის საწინააღმდეგო აქციას გამართავს.
ჩამოტვირთე მეტი