რუსების კომპანიის, Oxygen Forensics-ის მიერ შექმნილ ტელეფონებში შესაღწევ მძლავრ პროგრამას აშშ-ისა და ევროპის ათობით სამთავრობო სააგენტო იყენებდა, მათ შორის FBI და საიდუმლო სამსახური. ერთ-ერთმა ყოფილმა აგენტმა ეს პროგრამა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან ათასობით წაშლილი ფაილის მოსაპოვებლად გამოიყენა.
„რადიო თავისუფლებამ“ და საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ დაადგინეს, რომ ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ცენტრი, რომელიც 2021-2025 წლებში აშენდა ვიშნი-ვოლოჩოკის წყალსაცავის შუაგულში მდებარე კუნძულზე, უკრაინული მხარის მონაცემებით, ბიოლოგიური იარაღის სფეროში კვლევებს აწარმოებს.
ახალი თანამგზავრული ფოტოებიდან ჩანს, რომ რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტიდან საჰაერო თავდაცვის ბატარეები გაიტანეს, რადგან კრემლს ქვეყნის სხვა ნაწილებში უკრაინული დრონების თავდასხმების მოგერიება უჭირს.
მიუხედავად იმისა, რომ BMW-მ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში დატოვა, კალინინგრადის ქარხანაში კვლავაც აწყობენ ამ მაღალი კლასის გერმანული მარკის ჯიპებს, თუმცა მცირე რაოდენობით.
მოსკოვის ცენტრთან, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის, ეკატერინა ტიხონოვას ფონდის მთავარი პროექტის მახლობლად, С-400-ის ახალი საზენიტო-სარაკეტო პოზიცია მოაწყვეს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კრემლი საკუთარი ძალაუფლებისა და ოჯახის ინფრასტრუქტურის დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს?
სანქტ-პეტერბურგის ჰოკეის კლუბმა სკა-მ „80 წლის მანძილზე პირველად“ მიიღო საკუთარი ყინულის არენა - ეს დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადდა ცოტა ხნის წინ დასრულებულ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
ხოტილოვო-2-ის აეროდრომი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ავიაბაზაა, რომელიც რუსეთის დედაქალაქს დასავლეთიდან იცავს. ის მდებარეობს ტვერის რეგიონში, რუსეთის პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში.
ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტიდან რუსული გემები კასპიის ზღვით ირანს საწვავს და სხვა საქონელს აწვდიან. 19 მარტს ისრაელმა პირველი საჰაერო დარტყმები მიიტანა კასპიის ზღვაში ირანულ პორტებსა და სამხედრო გემებზე.
რუსეთის სადაზვერვო უწყება, "გრუ", აგრძელებს "აფრიკის კორპუსისთვის" ახალი მებრძოლების რეკრუტირებას. მაგრამ, წვრთნის შემდეგ, მათი უმეტესობა არა აფრიკაში, არამედ უკრაინაში იგზავნება.
რუსეთის სამხედრო ბრენდი „სტალინის შევარდნები“ ყურადღებას იპყრობს აქტიური რეკლამით, თუმცა მისი რეალური საქმიანობა ბუნდოვანია. რადიო თავისუფლების (Radio Free Europe/Radio Liberty) გამოძიება აჩვენებს, რომ ხმაურიანი იმიჯის უკან შესაძლოა უფრო მეტად PR-სტრატეგია იდგეს, ვიდრე ნამდვილი საბრძოლო დანაყოფი.
ჯეფრი ეპსტინმა იცოდა ოლეგ დერიპასკასა და „ნასტია რიბკას“ ისტორია და ამიტომ რუს ოლიგარქს „კაპრიზულ უფროსკლასელ გოგოს“ ადარებდა. ეპსტინს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ოლეგ ბაიბაკოვთანაც - ბიზნესმენ მიხეილ პროხოროვის საქმიან პარტნიორთან.
აშშ-ში გამოქვეყნდა ჯეფრი ეპსტინის საქმის მასალების მორიგი პაკეტი - მილიონობით დოკუმენტი, რომლებშიც უამრავი ადამიანია მოხსენიებული, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, სახელის ხსენება არ ნიშნავს გარდაუვალ ბრალეულობას ან გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულებში თანამონაწილეობას.
ჩეხეთში უკრაინის დახმარების საკითხმა ახალი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივამ, კიევისთვის L-159 თვითმფრინავების მიწოდებაზე, ხელისუფლებაში მწვავე დაპირისპირება გააჩინა მაშინ, როცა უკრაინისათვის ეს იაფი და ეფექტიანი ავიაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრონებთან ბრძოლაში.
პუტინის რეზიდენციაზე დრონების იერიშის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, დეზინფორმაციაა. არც კრემლს არ წარმოუდგენია დოკუმენტური მტკიცებულება და არც ადგილობრივ ხელისუფლებას ან მოსახლეობას გაუვრცელებია რამე სახის ფოტო ან ვიდეომასალა, რომელიც დრონების დარტყმას დაადასტურებდა.
განსაკუთრებით უკრაინაში, და ალბათ სხვაგანაც, განიხილავენ ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თანამდებობიდან გადაყენებისა და მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემას.
უკრაინელი სამხედროები და საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ცენტრი „რუბიკონი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი წამოწყებაა საბრძოლო მოქმედებებში დრონების გამოყენების სფეროში.
უკრაინული დრონებით თავდასხმების გახშირების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ათეულობით ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა ააგეს მოსკოვის დიდ წრიულ გზატკეცილსა და მის პარალელურად მდებარე „მალაია ბეტონკას" (Малая бетонка, პატარა ბეტონი) გზაზე.
ბოსნიელი სერბი დავორ სავიჩიჩი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან მალევე შექმნა დაქირავებულების ბატალიონი "ვოლკი", რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი აღმოჩნდა.
რუს გენერალ-ლეიტენანტსა და რუსეთის ქიმიური დაცვის ძალების მეთაურზე, იგორ კირილოვზე 2024 წლის დეკემბერში განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც ვერ გადაურჩა, დიდი ალბათობით, პირველი არ ყოფილა.
რადიო თავისუფლება აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (სსს) მონაცემთა ბაზის ანალიზს.
ჩამოტვირთე მეტი