უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ადგილობრივი არჩევნებისთვის არაერთი პოლიტიკური ძალა ემზადება. ამასთან, არსებობენ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალები, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევის პერსპექტივაზე დღეს ნაკლებად თუ რამე მიანიშნებს.
17 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი საუბარი ეხებოდა ეუთოს მორიგე თავმჯოდმარის - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კანატ საუდაბაიევის ვიზიტს საქართველოში.
”24 საათის” ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე წარსადგენი ქართველი მოსამართლის ვინაობა ცნობილია. ავტორი წერს: ”მართალია, იუსტიციის სამინისტრო შერჩეული მოსამართლის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში ”საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც გასულ კვირაში ჩატარდა. კონფერენციის ერთ-ერთი თემა იყო ”ომის შემდგომი გამოწვევები - ევროკავშირის როლი”. ანდრო ბარნოვი ამ თემაზე ჩვენს რადიოს ესაუბრა.
12 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მელაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი. მან დაწვრილებით ისაუბრა ”ეროვნული ფორუმის” ინიციატივებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ და განიხილა ოთხი ინიციატივა.
”რამდენს ხარჯავს ხელისუფლება უცხოეთში საკუთარი ინტერესების ლობირებისა და პიარისთვის” - ამ საკითხით ”რეზონანსი” დაინტერესდა. ავტორი წერს: ”საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში ლობირებისთვის კიდევ ერთი პიარ-კომპანია დაიქირავა, რომლის წლიური მომსახურებაც, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.”
უკრაინის არჩევნების შესახებ დღეს ბევრს წერს ქართული პრესა. ”24 საათის” ავტორი ასეთი ვარაუდით იწყებს: ”უკრაინის საარჩევნო ეპოპეა 2010 დასასრულს მიუახლოვდა და უკვე სავარაუდო გამარჯვებულის სახელიც ცნობილია.
8 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი. მან ისაუბრა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ, ამ შედეგების განმაპირობებელ ფაქტორებზე.
5 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა კაციტაძე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი. მან ისაუბრა საარჩევნო სიების მონიტორინგის შესახებ, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო.
”მერაბიშვილისა და ჯონ ბასის საათნახევრიანი საუბარი, თურმე, მთლიანად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი და აზუსტებს: ”ბასს მერაბიშვილისთვის უთქვამს, ერთ კაცსაც რომ სცემონ იქ, არამც თუ მოკლან, ამაზე ობამას ადმინისტრაცია თვალს არ დახუჭავს და საერთაშორისო სკანდალი ატყდებაო...”
ყოველი არჩევნების მოახლოებისას ამომრჩეველთა სიების სიზუსტის საკითხი ხდება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. 5 თებერვლიდან 15 მარტამდე 12 პოლიტიკურ სუბიექტს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს სიების შემოწმების პროცესში. ამისათვის მილიონ ორასი ათასი ლარია გამოყოფილი.
3 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან განმარტა, თუ რას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
”რუსული გავლენა ევროპულ ”სატელიტზე” – ”24 საათი” საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და ფრანგულ სატელიტურ ოპერატორ ”ეუტელსატს” შორის ”პირველი კავკასიურის” მაუწყებლობასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე წერს. გაზეთისთვის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს განუცხადებია, რომ ”ეუტელსატს” თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება წერილობით არ წარმოუდგენია.
1 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი სოსო ცინცაძე. მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის წინადადებაზე ავღანეთისთვის განკუთვნილი ნატოს ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ.
”რეზონანსი” წერს, რომ ”დღეიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა კადრების განკარგულებაში გადადის”. ავტორი წერს, რომ ინფორმაცია მიიღო ერთ-ერთი ოფიცრისგან, რომელიც თავად ოთხი თვეა კადრების განკარგულებაშია. სტატიაში წაიკითხავთ:
28 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. საუბარი შეეხებოდა ეუთოს წარმომადგენლის მიკლოშ ჰარასტის მიერ დასახელებულ პრობლემებს მედიაში, რომლებიც ევროსაბჭოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიის განვითარებას.
”ნოღაიდელს კონფერენცია ჩაუვარდა” - ასეთია ”24 საათის” სათაური. ავტორი წერს: ”კონფერენციაზე სამ ათეულზე მეტი პოლიტიკოსი და ექსპერტი იყო მიწვეული. მათგან ნოღაიდელის ”ხვალინდელ დღეზე” მსჯელობა მხოლოდ ორმა არ ითაკილა.” ”კარგი იყო, მსგავსი შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულიყო და ასეთ სერიოზულ საკითხებზე იქ გვემსჯელა”, - ამბობს 26 იანვრის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
26 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან ისაუბრა საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების დინამიკაზე.
უკრაინის არჩევნების თემა კვლავაც არ ტოვებს საქართველოს პრესის ფურცლებს. ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში მამუკა არეშიძე ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს: ”შესაძლებელია, ქართული მხარე, უბრალოდ, გამოიყენეს. გამოიყენეს იმისთვის, რომ ტიმოშენკოს იმიჯისთვის დარტყმა მიეყენებინათ.
22 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი. მან ისაუბრა ხელისუფლების ინიციატივაზე სკოლებში სამოქალქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსის შემოღების შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი