უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ბოლოდროინდელ მაღალი დონის ვიზიტებზე საქართველოში.
პრესა მიმდინარე თვეში უცხოეთის მაღალი რანგის დიპლომატების გახშირებული ვიზიტების მიზეზს ეძებს. ”ახალი თაობა” 2008 წლის ივლისთანაც ავლებს პარალელს - ”ასე ხდებოდა ორი წლის წინაც, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყოო”, ეუბნება კორესპონდენტი ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც ამ ეჭვსა და დღევანდელ რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავს.
პროექტ ”სახალხო სასამართლოში” უკვე მეორე საქმე იხილება. პირველი გახლდათ ”ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე”, ახლა კი ”აფრასიძეების საქმის” განხილვა მიმდინარეობს. ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე - ”საქართველოს სახალხო მოსამართლე” მინდია უგრეხელიძე თვლის, რომ პროექტი თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით - ტელეშოუს სახით რომ განხორციელებულიყო, ეფექტი გაცილებით დიდი იქნებოდა.
14 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა კობახიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ახალ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც საშემოსავლო გადასახადი 12-დან 20%-მდე იზრდება.
”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვერავითარ გადაუდებელ ამოცანას რუსეთისთვის ვერ დავარქმევ ჩვენს გაზსადენს გარდა იმისა, რომ იქონიოს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე. დღევანდელი ხელისუფლება ამას თანხმდება..."
12 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი. მან ილაპარაკა 7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ.
დღევანდელ გაზეთებში კვლავაც წააწყდებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის გამოძახილს. კერძოდ, ლაპარაკია მის მიერ სიტყვა ”ოკუპაციის” წარმოთქმასა და რუსეთის რეაქციაზე.
8 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზაქარია ქუცნაშვილი, იურისტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მან გვიამბო კომისიის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო პროექტის ძირითად ასპექტებზე.
”ნეიტრალური ალტერნატივა” - ამ სათაურით ”24 საათში” წაიკითხავთ სტატიას ”ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გეგმის” ერთ დეტალზე. ავტორის აზრით, ამ გეგმის მიხედვით, ”აფხაზებსა და ოსებს (უფრო აფხაზებს) დიდი ხნის ოცნება აუხდებათ და, რუსეთი-ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ.
6 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი. ჩიტაშვილი თვლის, რომ კლინტონმა ძალიან მკაფიო აქცენტები დასვა - აშშ კვლავაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და პრეზიდენტების ცვლა არ ცვლის აშშ-ის პოლიტიკას.
დღეს დილით, აშშ სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის წინ გამოსულ გაზეთებში გარკვეული ადგილი ამ ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებასაც უკავია. ”ამერიკა ხელისუფლებას გაფრთხილებას მისცემს“; ვის გაანაწყენებს დღეს კლინტონი - საქართველოს თუ რუსეთს?”; ”მოკავშირეთა დასამშვიდებელი ვიზიტი”;
2 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნოდარ ხადური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტზე.
რამდენიმე დღის წინ გაზეთ ”რეზონანს”-ში დაიწერა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში” ცვლილების პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც მუხლში ”სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება” აღარ არის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაცია.
30 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ქეთი გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საქართველოში ნარჩენების მართვის პრობლემაზე. საქართველოში არ არის მიღებული ჩარჩო-კანონი, რომელიც ნარჩენების მართვას სრულად დაარეგულირებდა.
დღევანდელ გაზეთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიმართ მოლოდინებზე წაიკითხავთ. ”თავისთავად ასეთი ვიზიტი უკვე შედეგია, ეს უკვე ფასეული და მნიშვნელოვანი მოვლენაა” - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე, რომელთან ინტერვიუც ”რეზონანსში” იბეჭდება.
28 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაკა ესაიაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი. დღეს თბილისში გაიხსნა კონფერენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ.
დღევანდელ პრესაში ზურაბ ნოღაიდელის მიერ ”ეროვნული საბჭოს” დატოვებაზე წერენ. ”ვერსია” კობა დავითაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით - ”ნოღაიდელი ფულს ჩვენ კი არა, საკუთარ პარტიას არ აძლევდა”. დავითაშვილი ნოღაიდელზე ამბობს: ”ეს ადამიანი ჩვენთან მოვიდა და მისი გამინუსების უფლება აღარ გვქონდა - სიტყვა სიტყვაა.
24 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა ”ურანტის” ხელმძღვანელი. გუშინ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებზე მომუშავე უწყებამ გამოაქვეყნა წლიური მსოფლიო ანგარიში ნარკოტიკების შესახებ.
”რეზონანსი” გერმანულ გამოცემა ”ფრანკფურტერ რუნდშაუ”-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ავტორი წერს: ”დიდი ალბათობით, მასალების გამოქვეყნება უფრო პრევენცია და ოპოზიციის დაშინების მცდელობა უნდა იყოს, ვიდრე რეალური მოქმედების წინაპირობა.
საერთაშორისო პროცესები, საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდწილად აქტუალურია მის მთავარ პრობლემასთან - ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. დღემდე გავრცელებულია მიდგომა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ქცევას რუსეთის მიმართ დასავლეთის პრინციპულობის ხარისხი განაპირობებს.
ჩამოტვირთე მეტი