უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
5 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, გოგოლაშვილის აზრით, თუკი ოკუპაციის საკითხის მიუღებლობის ხარისხი განელდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ის კიდევ უფრო მეტად დაკარგავს აქტუალურობას.
”რეზონანსი” პირველი გვერდიდან ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. კორესპონდენტი მას ბოლოდროინდელი ნაბიჯების განმარტებას სთხოვს: ”არასდროს არ ვყოფილვარ ჩართული და არც ჩავერთვები არანაირ პოლიტიკურ ვაჭრობაში. აქ იყო ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესზე ლაპარაკი და ამ ეტაპზე არის შეუთანხმებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაჩეროთ ჩვენი მოქმედებები, ჩვენ არჩევნებზე მივდივართ. იმ პოლიტიკურ ძალებთან კი, ვინც ხედავს, რომ ამ ბრძოლაში შესაძლებელია გამარჯვება, მზად ვარ ვილაპარაკოთ”, - ამბობს ალასანია და იმავე ინტერვიუს დასასრულს დასძენს: ”ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი არასდროს არ არის მცდარი.”
26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა ინიციატივა რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ. ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, საინტერესოა, ზოგადად რა განწყობაა ინიციატივის მიმართ რეგიონებში, რა ვალები აქვთ რეგიონულ ტელევიზიებს და რამდენად მისაღებია მათთვის ვალებისგან პრეზიდენტის ინიციატივით გათავისუფლება.
ქართული გაზეთები კვლავაც ცდილობენ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებში გარკვევას. ”რეზონანსის” სათაურია: ”ჭექა-ქუხილამდელი” სტატუს კვო აღდგა. ალასანია ”ალიანსს” დაუბრუნდა, პრაიმერისტები ისევ პრაიმერზე ფიქრობენ”. გაზეთში არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება ოპოზიციაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
1 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში. ”მე არასდროს მითქვამს, რომ ლარსი არ უნდა გაიხსნას. მე ვამბობ, რომ ლარსი უნდა გაიხსნას და საქართველო უნდა მომზადებულიყო ლარსის გასახსნელად” - აცხადებს არეშიძე.
25 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი და ზურაბ დანელია, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანადგომის” აღმასრულებელი დირექტორი.
ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები პრესის მთავარ თემად რჩება: ”ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, სოციოლოგიური კვლევით შეარჩევენ”; ”სუბარი სოციოლოგიურ კვლევას ემხრობა და ”არსად წასვლას არ აპირებს”; ”სუბარი ალასანიას კონკურენტი ხდება”; ”რატომ დატოვა ბესელიამ ოქრუაშვილი”; ”მისტერ ალასანია მტრის ზურგში”; ”ეკა ბესელიამ ოქრუაშვილს ვა-ბანკში პარტიაც მოუგო”; ”ოპოზიციის მოქმედების მოსალოდნელი შედეგები”; ”ღიად წოდებული კონსულტაციები ოპოზიციაში” - ასეთია სათაურები.
23 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სოსო ცინცაძე, დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი. მან ისაუბრა ოპოზიციაში თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის საკითხის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტს დღევანდელი პრესა მწირად ეხმაურება. ”24 საათი” და ”მთელი კვირა” წერენ, რომ ვიზიტისას განხილვის მთავარი საკითხი ავღანეთის ოპერაციისთვის საჭირო ტვირთების ტრანსპორტირება იქნება. ”მთელი კვირა”, რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით, წერს, რომ ”ჰოლბრუკი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განხილვას არ აპირებს”.
19 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. მან განმარტა - თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს პირმა, თუკი ის თავს პოლიტიკურ პატიმრად, ან პოლიტიკური ნიშნით დევნილად თვლის.
”არჩევნები - ყვავილი, რომელიც გაზაფხულზე ხარობს!” - ამ სათაურით სტატიას ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს. ავტორი წერს: ”ყოველ გაზაფხულზე ხომ არჩევნები გამოწერილივით გვაქვს, როგორც ახალი ყვავილი, და ვითომ 2010 წელი გამონაკლისი რატომ უნდა ყოფილიყო?
ადგილობრივი არჩევნებისთვის არაერთი პოლიტიკური ძალა ემზადება. ამასთან, არსებობენ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალები, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევის პერსპექტივაზე დღეს ნაკლებად თუ რამე მიანიშნებს.
17 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი საუბარი ეხებოდა ეუთოს მორიგე თავმჯოდმარის - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კანატ საუდაბაიევის ვიზიტს საქართველოში.
”24 საათის” ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე წარსადგენი ქართველი მოსამართლის ვინაობა ცნობილია. ავტორი წერს: ”მართალია, იუსტიციის სამინისტრო შერჩეული მოსამართლის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში ”საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც გასულ კვირაში ჩატარდა. კონფერენციის ერთ-ერთი თემა იყო ”ომის შემდგომი გამოწვევები - ევროკავშირის როლი”. ანდრო ბარნოვი ამ თემაზე ჩვენს რადიოს ესაუბრა.
12 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მელაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი. მან დაწვრილებით ისაუბრა ”ეროვნული ფორუმის” ინიციატივებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ და განიხილა ოთხი ინიციატივა.
”რამდენს ხარჯავს ხელისუფლება უცხოეთში საკუთარი ინტერესების ლობირებისა და პიარისთვის” - ამ საკითხით ”რეზონანსი” დაინტერესდა. ავტორი წერს: ”საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში ლობირებისთვის კიდევ ერთი პიარ-კომპანია დაიქირავა, რომლის წლიური მომსახურებაც, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.”
უკრაინის არჩევნების შესახებ დღეს ბევრს წერს ქართული პრესა. ”24 საათის” ავტორი ასეთი ვარაუდით იწყებს: ”უკრაინის საარჩევნო ეპოპეა 2010 დასასრულს მიუახლოვდა და უკვე სავარაუდო გამარჯვებულის სახელიც ცნობილია.
8 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი. მან ისაუბრა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ, ამ შედეგების განმაპირობებელ ფაქტორებზე.
5 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა კაციტაძე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი. მან ისაუბრა საარჩევნო სიების მონიტორინგის შესახებ, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო.
ჩამოტვირთე მეტი