უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
”მერაბიშვილისა და ჯონ ბასის საათნახევრიანი საუბარი, თურმე, მთლიანად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი და აზუსტებს: ”ბასს მერაბიშვილისთვის უთქვამს, ერთ კაცსაც რომ სცემონ იქ, არამც თუ მოკლან, ამაზე ობამას ადმინისტრაცია თვალს არ დახუჭავს და საერთაშორისო სკანდალი ატყდებაო...”
ყოველი არჩევნების მოახლოებისას ამომრჩეველთა სიების სიზუსტის საკითხი ხდება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. 5 თებერვლიდან 15 მარტამდე 12 პოლიტიკურ სუბიექტს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს სიების შემოწმების პროცესში. ამისათვის მილიონ ორასი ათასი ლარია გამოყოფილი.
3 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან განმარტა, თუ რას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
”რუსული გავლენა ევროპულ ”სატელიტზე” – ”24 საათი” საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და ფრანგულ სატელიტურ ოპერატორ ”ეუტელსატს” შორის ”პირველი კავკასიურის” მაუწყებლობასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე წერს. გაზეთისთვის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს განუცხადებია, რომ ”ეუტელსატს” თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება წერილობით არ წარმოუდგენია.
1 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი სოსო ცინცაძე. მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის წინადადებაზე ავღანეთისთვის განკუთვნილი ნატოს ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ.
”რეზონანსი” წერს, რომ ”დღეიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა კადრების განკარგულებაში გადადის”. ავტორი წერს, რომ ინფორმაცია მიიღო ერთ-ერთი ოფიცრისგან, რომელიც თავად ოთხი თვეა კადრების განკარგულებაშია. სტატიაში წაიკითხავთ:
28 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. საუბარი შეეხებოდა ეუთოს წარმომადგენლის მიკლოშ ჰარასტის მიერ დასახელებულ პრობლემებს მედიაში, რომლებიც ევროსაბჭოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიის განვითარებას.
”ნოღაიდელს კონფერენცია ჩაუვარდა” - ასეთია ”24 საათის” სათაური. ავტორი წერს: ”კონფერენციაზე სამ ათეულზე მეტი პოლიტიკოსი და ექსპერტი იყო მიწვეული. მათგან ნოღაიდელის ”ხვალინდელ დღეზე” მსჯელობა მხოლოდ ორმა არ ითაკილა.” ”კარგი იყო, მსგავსი შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულიყო და ასეთ სერიოზულ საკითხებზე იქ გვემსჯელა”, - ამბობს 26 იანვრის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
26 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან ისაუბრა საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების დინამიკაზე.
უკრაინის არჩევნების თემა კვლავაც არ ტოვებს საქართველოს პრესის ფურცლებს. ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში მამუკა არეშიძე ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს: ”შესაძლებელია, ქართული მხარე, უბრალოდ, გამოიყენეს. გამოიყენეს იმისთვის, რომ ტიმოშენკოს იმიჯისთვის დარტყმა მიეყენებინათ.
22 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი. მან ისაუბრა ხელისუფლების ინიციატივაზე სკოლებში სამოქალქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსის შემოღების შესახებ.
ქართულ პრესაში გრძელდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების თემის გაშუქება. დღეს რამდენიმე გაზეთი ბეჭდავს უკრაინული მედიით გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს: ”მერაბიშვილი-თარგამაძის სატელეფონო საუბრის სრული ვერსია და ამ სკანდალის უცნობი დეტალები”
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე საუბრობენ საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნო სტეპანიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.
20 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია ნოღაშვილი, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” რეგიონული კოორდინატორი, რომელიც 17 იანვარს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურედ იმყოფებოდა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი მეთვალყურეების საკითხს ბოლო დღეების რუსეთის პრესაში მრავალი პუბლიკაცია მიეძღვნა: ”მეთვალყურეები, მეომრები თუ ჟურნალისტები?”, ”უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ცერად უყურებს საქართველოს”
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დღევანდელი ქართული პრესის მთავარ თემად რჩება.”არჩევნები დამთავრდა, არჩევნები წინ არის”, ”უკრაინა მეორე რაუნდის მოლოდინში”, ”უფსკრულის პირას”, ”უკრაინის არჩევნები - ცუდი და უფრო ცუდი მოლოდინი”
18 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. მან ისაუბრა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - რა არჩევანის წინაშე დგას დღეს უკრაინა?
31 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. როგორი იყო და რა განაპირობებდა 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას
ქართულ გაზეთებს წინასაახალწლო იერიც აქვს და მათში დიდი ადგილი გასული წლის შეჯამებასა და ანალიზსაც ეთმობა. ”ვერსიამ” შიდასარედაქციო კენჭისყრა ჩაატარა და პირველ გვერდზე მკითხველს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობას სთავაზობს.
ჩამოტვირთე მეტი