უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კომიტეტი უნდა აკეთებდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი:
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ოთარ კახიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების იდეა არ არის ახალი და ის არის გასულ კვირაში პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი:
9 დეკემბერს პარიზში იმართება ე.წ. ნორმანდიული ფორმატის შეხვედრა უკრაინის საკითხზე. ამ შეხვედრის რისკები და სავარაუდო სარგებელი იყო უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინთან ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა:
Pavlo Klimkin, former Minister of Foreign Affairs was interviewed by Nino Gelashvili, RFE/RL Georgian Service journalist in Tbilisi. The interview took place right before the Normandy Format meeting to take place on December 9th in Paris.
5 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს - „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“.
სამიტის საიუბილეო და უფრო მეტად ნატოს წევრ ქვეყნებზე ორიენტირებულად ახასიათებს ლონდონის სამიტს თეონა აქუბარდია, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი. ის მნიშვნელოვნად თვლის სამიტის დეკლარაციაში რუსეთის საფრთხედ აღიარების გამეორებას:
ჰააგაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-18 სესია. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი 5 დეკემბერს რადიო თავისუფლებას სტუმრობდა. ის თბილისში იმყოფება „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ მოწვევით და მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „რეგიონული კონფლიქტების საერთაშორისო განზომილება: საქართველოსა და უკრაინის საკითხები“.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტს ეხმაურება და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „მთავარი პრობლემა არის, ნატოს მიერ უკვე დაწყებული რუსეთის საფრთხის შეკავების კვალდაკვალ, საქართველო რა როლს შესთავაზებს.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ჟურნალისტების პოზიცია და ის, რომ ყველაფერი გახადონ ამ პროცესებში გამჭვირვალე და გამოიტანონ ყველა ინფორმაცია”, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მარიამ გოგოსაშვილი, საია-ს იურისტი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე 4 დეკემბრის "დილის საუბრებში" ყვება ორგანიზაციაში შექმნილ ვითარებაზე, რაც 22 ნოემბერს არჩეული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მისვლას მოჰყვა:
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდში, თამარ ზანთარაიას 4 დეკემბერს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არავინ დახვდა. იქაურობა მილაგებული იყო და ჩამსხვრეული შუშების ადგილას ბანერები იყო მიფარებული.
20 დეკემბერს გასაჯაროვდება გამოკვლევა, რომელიც საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებას ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში განახორციელეს სასჯელაღსრულების ოთხი დაწესებულების მონიტორინგი:
ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ სოციალური მუშაკი, თამუნა გახოკიძე აივ-დადებითია. 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების ეთერში მან ილაპარაკა საზოგადოებაში აივ-ინფიცირებულთა მიმართ არსებულ სტიგმაზე როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე რისკჯგუფებსა და ექიმებს შორის:
ორი წელი შესრულდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდთა შორის ფიზიკური დაპირისპირებიდან, რომელსაც ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორ რამაზ გერლიანისთვის ცხადია, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია იწყება ეკონომიკური არამდგრადობითა და სიდუხჭირით:
„ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს ის, რომ ასეთი შეტევები ხორციელდებბა არასამთავრობო სექტორზე”, - ასე ეხმაურება საია-ს თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე მმართველი ძალისა და მისი ლიდერის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას:
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, იენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, ბიძინა ლებანიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ მოკლევადიან მიზანზე გათვლილ პრაგმატულ თამაშს თამაშობს.
„ხელისუფლებაში მყოფი გუნდი და ყველა დანარჩენი ფუნქციონირებენ ალტერნატიულ სიბრტყეებში. ანუ, მათთვის ერთ ქვეყანაში, ერთ სივრცეში კი არ მიდის პროცესი, არამედ აცდნენ ისინი ერთმანეთს. ეს უკვე არის სერიოზული კრიზისი", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
თითქმის ორი წელია, რაც ორგანიზაცია People in Need (PIN) საქართველოში ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“. PIN-ის საქართველოს მისიის პროექტის მენეჯერი, ანა ქოჩუა, რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
ჩამოტვირთე მეტი