უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე 25 ნოემბრის „დილის საუბრებში“ უმრავლესობის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ისაუბრა რისკებზე, რასაც ხელისუფლება შეუქმნიდა საკუთარ თავსა და ქვეყანას, თუკი უარს იტყოდა ოპოზიციის შეთავაზებაზე - ე.წ. „გერმანულ მოდელზე“:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და Transparency International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობაზე და იმავე ინტერვიუში ცდილობს, ერთგვარად დააზღვიოს მოქალაქეთა ნიჰილიზმი ზოგადად არჩევნების მიმართ:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და Transparency International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობაზე და იმავე ინტერვიუში ცდილობს ერთგვარად დააზღვიოს მოქალაქეთა ნიჰილიზმი ზოგადად არჩევნების მიმართ:
დღეს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ჯანდაცვის სფეროში იქცა ანტიმიკრობული რეზისტენტობა. მედიცინის დოქტორი, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (NCDC) მთავარი სპეციალისტი, დავით წერეთელი რადიო თავისუფლების ეთერში ასე აღწერს რეალობას:
ორიოდე დღის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში - „პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები“. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ინტერესი და დისკუსია ცოტათი უფრო ადრე, ამბის მედიით გაშუქების შემდეგ გამოიწვია.
18 ნოემბერს დაკავებულთა ადვოკატები სამშაბათს, მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებასა და სასამართლო პროცესების გადადებას, რომ მისცემოდათ გონივრული ვადა მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარის მოადგილე იცავს იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს და 20 ნოემბერს გამთენიისას გაათავისუფლეს. საია სამართლებრივ დახმარებას უწევს 37 დაკავებულიდან 15 მოქალაქეს.
"კი, მოიტყუეს მაგრად. ძალიან ნიჭიერი ტყუილი გამოვიდა. კი, ბატონო. ტაშს ვუკრავ! ამასაც ნიჭი უნდა. გასაგებია, მაგრამ პრინციპულად არასწორია, რადგან 30 წელია ვცხოვრობთ ასეთ მოდელში, როცა ერთი მართავს და ეს არის პრობლემა“, - ამბობს ლაშა ტუღუში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ალტერნატიული მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად.
„ამ პირობებში ერთადერთი რაციონალური ნაბიჯი უნდა იყოს დიალოგი“ „ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“, - განაცხადა 18 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. ასე უპასუხა მმართველმა პარტიამ საზოგადოების იმ ნაწილს
„სახელმწიფო დღემდე ახორციელებს დისკრიმინაციას შშმ პირების მიმართ, რადგან, როცა ერთიანი პოლიტიკა აქვს ქვეყანას დეინსტიტუციონალიზაციის, შშმ პირები რჩებიან ამ პროცესის მიღმა“, - ამბობს მარი კორკოტაძე, ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ჩიხური, კრიზისული ვითარება შეიქმნა, როცა უმთავრესი როლი საზოგადოებას ენიჭება:
ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ფაქტორებზე, რაც განაპირობებს „ქართული ოცნების“ შემდგომ ნაბიჯებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესში:
სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად გამოეხმაურა 8 ნოემბერს ფილმის „და მერე ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და სახელმწიფოს რეაგირებას.
„მიამიტური კომპრომისების და დათმობების დრო არ გვაქვს. ეს ხალხი იქ უვადოდ დაინიშნება და დიდხანს ვერაფერს შევცვლით“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში.
ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი გასულ კვირაში სტუმრობდა საქართველოს.
მიმდინარე კვირაში საქართველოში მეხუთედ იმართება “საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი“, რომლის დღის წესრიგშია: საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების გამოწვევები, ინტერნეტკონტენტისა და ონლაინ მედიის რეგულირება, უსაფრთხო ინტერნეტი და ბავშვები, პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები და ა.შ..
„პეტრე რას ამბობს, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ძირითადი ჯგუფები - პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, აი, ამ საფუძვლადმდებარე სისტემურ პრობლემებზე არ ლაპარაკობენ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში თამთა მიქელაძე.
ჯონათან კაცი არის აშშ-ის "გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი მკვლევარი. ის მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა აშშ-ის მთავრობაში და აგრეთვე წლებია ეწევა კვლევით საქმიანობას. საქართველო მუდამ არის მისი ყურადღების ქვეშ.
ჯონათან კაცი, აშშ-ის "გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი მკვლევარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ლუკ კოფის იდეასა და 2020 არჩევნებზე: "ძალიან სახიფათო ვითარებაა და ეს იდეები უნდა ჩაჯდეს უსაფრთხოების მიმდინარე კონტექსტში.
ჩამოტვირთე მეტი