უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმეზე“ სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ და 4 ივნისს დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მოზარდის დაკავებამ გააჩინა სამართლის აღსრულების მოლოდინიც და არაერთი კითხვაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას და მისგან ითხოვენ წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე.
„მან პირველი დღიდანვე იცოდა სრული სიმართლე, რა მოხდა სინამდვილეში. პირველად გუშინ გაუჩნდა ამ ადამიანს რწმენა, რომ შესაძლებელი იყო სიმართლისთვის მიეღწია“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნესტან ლონდარიძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ზაზა სარალიძეზე.
“რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს არც ერთი წელი არ გვქონია”, - ამბობს „დილის საუბრებში“ ოლიკო შერმადინი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი. ის თვლის, რომ სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებას წლები სჭირდება.
31 მაისს ამოიწურა ვადა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შეეძლოთ განცხადებით მიემართათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ქვეყანაში უზენაესის წევრობის მსურველი აღმოჩნდა 144 იურისტი. შესავსებია 20 ვაკანსია.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აფინანსებს ხუთწლიან პროექტს - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოხმარდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის წარმოებაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
1-6 ივლისს თბილისის ტექნოპარკში ჩატარდება Leadx Change, რომელიც არის გლობალური ინიციატივა და განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის.
მტრული ქვეყნის, საქართველოს შემთხვევაში - რუსეთის რბილი ძალა და ბერკეტები გაცილებით ეფექტიანად მუშაობს, როცა ამისთვის მას სამიზნე ქვეყანაში შესაბამისი ნიადაგი ხვდება.
"უნდა ვაჩვენოთ, რომ ოკუპაცია, რომელიც არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა, არ ახდენს ქვეყნის დისკვალიფიკაციას ნატოში გაწევრიანებისთვის", - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.
„მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ შენი მიზანი არ უნდა იყოს ძალაუფლებას ჩაჭიდება იმისთვის, რომ ოპოზიციას არ მისცე ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება. არჩევნებში გამარჯვება უნდა გინდოდეს საქართველოს საერთო საქმის წინ წასაწევად“, - ამბობს დევიდ კრამერი.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე წყლის ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ პასუხისმგებლობა მსხვერპლს ეკისრება - რატომ ჩავიდა, თუ ცურვა არ იცოდა და ა.შ.
რამ გამოიწვია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთის გამო ვნებების ესკალაცია? რა ფაქტორები კვებავს ამ პროცესს? რა არის გასაფრთხილებელი და გასათვალისწინებელი ამ ვითარებაში? ვის რა ინტერესი ამოძრავებს?
47 დღეში ფეხით გაიარა 1517 კილომეტრი, 400-ზე მეტი სოფელი და 30-ზე მეტი ქალაქი. საგანგებოდ აარჩია მარშრუტი, რომ რაც შეიძლება ბევრ დასახლებაში შესულიყო. გიგა მაქარაშვილის "დამოუკიდებლობის მარში":
"სასამართლო სისტემა არ შენდება სწორად. შეიძლება ითქვას ის შენდება უკუღმა. ეს მოგვიტანს ძალიან ცუდ შედეგებს, როცა ამ შენებას დავასრულებთ - მივიღებთ უკუღმა აშენებულ სასამართლო სისტემას", - "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი "დილის საუბრებში":
ჭიათურაში შიმშილობას აგრძელებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები. გრძელდება გაფიცვაც. როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს მოშიმშილეთა და სხვა გაფიცულთა უფლებები? რა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას?
„მსოფლიოში, საშუალო სტატისტიკით, ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. არავინ იცის მეოთხე ვინ იქნება“, - ნინო აღდგომელაშვილი, ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის" პროექტის მენეჯერი.
2018 წელს 2017 წელთან შედარებით დემოკრატიის ხარისხი საქართველოში გაუარესებულია. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) მოამზადა სტატია, რომელშიც განმარტავს V-Dem-ის მონაცემებს საქართველოს შესახებ.
„პოლიტიკური ელიტა დაბერდა მორალურად და დაბერდა ინტელექტუალურად. ვერ ხვდება ახალ რეალობაში როგორ შესთავაზოს თავი საზოგადოებას. ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიციური სპექტრი ვერ გაცდა ხახვს და კარტოფილს და, შესაბამისად, ვერც პოპულისტურ განცხადებებს", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე "დილის საუბრებში":
17-24 მაისს მიმდინარეობს ევროპის ტესტირების კვირეული, რომლის მიზანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელ ევროპაში მოეწყოს ღონისძიებები ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის დროულად გამოვლენის წასახალისებლად.
„არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არის ახალი ეტაპი უკრაინის განვითარებაში, შესაძლებლობების ახალი ფანჯარა და ამას აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა უკრაინაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში.
ჩამოტვირთე მეტი