უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
17-24 მაისს მიმდინარეობს ევროპის ტესტირების კვირეული, რომლის მიზანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელ ევროპაში მოეწყოს ღონისძიებები ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის დროულად გამოვლენის წასახალისებლად.
„არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არის ახალი ეტაპი უკრაინის განვითარებაში, შესაძლებლობების ახალი ფანჯარა და ამას აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა უკრაინაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში.
"არჩევნები არ უნდა იყოს მოქალაქეებისთვის სტრესული გამოცდილება, არამედ პირიქით - ახალი შესაძლებლობების შანნს უნდა იძლეოდეს“, - მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი "დილის საუბრებში".
„ამომრჩეველს არ აქვს განცდა იმისა, რომ მას დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედამხედველობის და მეთვალყურეობის გარეშე შეუძლია გააკეთოს არჩევანი, რაც ამახინჯებს ამომრჩევლის მიერ პარტიების მიმართ მხარდაჭერის რეალურ სურათს“, - ვახუშტი მენაბდე, საია-ს დემოკრატიის პროგრამის დირექტორი.
„სტიგმა არის მთავარი ბარიერი, რომელიც აივ-დადებითი ადამიანების წინაშე დგას. რადგან ეს დაავადება ხშირად გარკვეულწილად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებშია გავრცელებული, ეს ორმაგ სტიგმასთანაც არის დაკავშირებული", - გოჩა გაბოძე, სათემო ორგანიზაცია "ბროწეულის" დირექტორი.
“ის ფაქტი, რომ დღეს თემმა უარი თქვა გამოხატვის თავისუფლებაზე, გარკვეული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე და დღეს კონკრეტული გამოსვლა არ იგეგმება, ეს უკვე არის იმის მაჩვენებელი, რომ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა”, - ქეთევან შუბაშვილი, საია.
„ღირსების მარში“ არ არის ის პარადი, რაც დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. აქ არ იქნებიან გახდილი ადამიანები, არ იქნება ცეკვა-თამაში. ზეიმი და კარნავალი არ იგეგმება, არამედ ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო მსვლელობა პოსტერებით, მესიჯებით", - მარიამ კვარაცხელია.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერმა ჯგუფებმა მიმართეს ხელისუფლებას და მოუწოდებენ მას ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე.
სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ ერთი წელი გავიდა. ახალი მმართველი ძალა - ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ სრულფასოვნად სულ რამდენიმე თვეა, დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩაუდგა ქვეყანას სათავეში. გთავაზობთ ინტერვიუს სომხეთის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, მიკაელ ზოლიანთან:
„სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი არის ის საკვანძო ელემენტი, რაზეც დგას დღეს გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება. ვერავინ ინიშნება სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ის არ სარგებლობს იმ მხარდაჭერით გავლენიანი ჯგუფისგან, რაც მას სჭირდება“, - ამბობს „დილის საუბრებში“ მარიამ მხატვარი, EMC-ს იურისტი.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე რუსულ ინტერესებზე. აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე „დილის საუბრებში“ ყვება რუსეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
14 მაისს გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ასახულია ზუგდიდში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატისა და მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ინციდენტი, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მხრიდან.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ორწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა ცენტრში დაცული ხელნაწერების არქივის ელექტრონული კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც 14 მაისს გაიმართება:
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 მაისს მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყებაზე. განცხადებების მიღება დაიწყო 11 მაისს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
თითქოს, სხვა რაღა უნდა სჭირდებოდეს მეწარმეს სტიმულისთვის, როცა მისთვის იხსნება 28 ქვეყნის ბაზარი და ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი მისაწვდომი ხდება?
„სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯამაგირის მიმღები, არამედ მის უკან დგას სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის უნდა ცდილობდეს მათ გატარებას“, - ამბობს სოსო არჩვაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) იციან, რომ არც თუ იშვიათად მათ საქმიანობას საქართველოში პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. რადიო თავისუფლებას ICC-ს სპიკერმა, ფადი ელ აბდალამ განუცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება ყველა იმ ქვეყანაში იყო და არის, სადაც ტრიბუნალს დანაშაულების გამოძიება უწევს.
მხოლოდ 2019 წლის პირველ სამ თვეში მოვალეთა რეესტრს 23254 ფიზიკური და იურიდიული პირი შეემატა. მოვალეთა რეესტრში პირი რეგისტრირდება მაშინვე, როცა მის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იწყება აღსრულების პროცესი.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მეცხრე წელია იკვლევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკას. ბოლო მონიტორინგის შედეგებით, ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დასახელდა იუსტიციის სამინისტროს სისტემა.
სულხან სალაძე ზოგადად თვლის, რომ „ქართულ მედიაში შემთხვევით არაფერი ხდება“ და თუნდაც „რუსთავი2“-თან დაკავშირებული წინა დავა იძლევა სერიოზული ეჭვების საფუძველს.
ჩამოტვირთე მეტი